მთავარიUncategorized"ევროპარლამენტარების პოზიცია გაუგებარია, ოპოზიციის ტაშ-ფანდური კი - გულდასაწყვეტი" - გია ვოლსკი

“ევროპარლამენტარების პოზიცია გაუგებარია, ოპოზიციის ტაშ-ფანდური კი – გულდასაწყვეტი” – გია ვოლსკი

Published on

ქართული ოცნების დეპუტატი, გიორგი ვოლსკი ევროპარლამენტარების ერთობლივ განცხადებას ეხმაურება. ვოლსკის შეფასებით, მათი პოზიცია გაუგებარია, “ოპოზიციის ტაშ-ფანდური” კი – გულდასაწყვეტი.

“გაუგებარია ამ 6 ევროპარლამენტარის პოზიცია. იმის მაგივრად, რომ ამ თემებზე საუბრობდნენ – საიდან მოდის, რატომ ვერ შეთანხმდა, რა იყო ევროკავშირის პოზიცია და არა ევროპარლამენტის, აქედან გამომდინარე, იმუქრებიან, რომ სანქციები დაუწესდება საქართველოს, თუ ისინი მიმართავენ ევროკავშირს, მერე ევროკავშირი განიხილავს და სანქციებს დაუწესებს ქვეყანას. იქ რამდენიმე ასეული პარლამენტარია, ცნობისთვის. 

ეს ერთი საკითხია, ამაზე შეიძლება სკანდალური შეკითხვები დასვა და მოიფიქრო, მაგრამ ყველაზე ცუდი და გულდასაწყვეტი ის ტაშ-ფანდურია, რაც ატყდა ოპოზიციურ პოლიტიკურ ჯგუფში, რომელიც ისევ ფანჩატურში იკრიბება – რა კარგია, რომ ეს მოხდება, მაშინ, როდესაც ყველაფერი მათი დანაშაულია, რომ აქამდე შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ. ეს არის რეალური სურათი და არა ის, რომ ევროკავშირმა გადაწყვიტა, საქართველოს რაღაც სანქციები დაუწესოს”. – ამბობს გიორგი ვოლსკი. 

ევროპარლამენტარებმა საქართველოში მიდინარე პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გუშინ, 2 აპრილს გამოაქვეყნეს. მათი შეფასებით, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა ჩვეულებისამებრ ვეღარ გაგრძელდება და ევროკავშირი მაკროფინანსური დახმარების შეჩერებას მოითხოვს. 

სიახლეები

აშშ-ის მიერ სანქცირებულმა ირანულმა ავიაკომპანიებმა საქართველოში ფრენები შეწყვიტეს

აშშ-ის მიერ სანქცირებულმა ირანულმა ავიაკომპანიებმა საქართველოში ფრენები შეწყვიტეს. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს და წერს,...

იოსელიანმა სააპელაციოს ელისაშვილის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა

საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ალექსანდრე ელისაშვილის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით (Amicus Curiae)...

ტრამპი და ზელენსკი ერთმანეთს ნიუ-იორკში შეხვდებიან

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკელ კოლეგას, დონალდ ტრამპს ნიუ-იორკში შეხვედება. ზელენსკი ამბობს, რომ ისინი ამ...

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია - 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა პირველი კომენტარი მედიასთან რამდენიმე წუთის...