მთავარისიახლეებისაზოგადოებასტამბოლში ქართველებსა და ჩეჩნებს შორის დაპირისპირება მოხდა

სტამბოლში ქართველებსა და ჩეჩნებს შორის დაპირისპირება მოხდა

Published on

სტამბოლში ქართველებსა და ჩეჩნებს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და ორი ადამიანი დაშავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ადგილზე მისულ მედიკოსებს ორი მოქალაქე გარდაცვლილი დახვდათ.

დაშავებულებს შორის ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა.

შემთხვევა სტამბოლის ერთ-ერთი რესტორნის წინ მოხდა და დაპირისპირებაში 7 ადამიანი მონაწილეობდა. გარდაცვლილთა და დაჭრილთა ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. ერთ-ერთი ვერსიით, დაპირისპირების მიზეზი ვალის გადაუხდელობა გახდა.

თურქულ მედიაში ვრცელდება დაპირისპირების ვიდეოკადრები და ფოტოები,რომლებიც გამვლელებმა და თვითმხილველებმა გადაიღოეს. მათზე ჩანს, როგორ ესვრის რესტორნის წინ მყოფ ადამიანებს ახალგაზრდების ჯგუფი, შემდეგ ისინი გარბიან და შემთხვევის ადგილს მანქანით ტოვებენ.

სიახლეები

ზუგდიდში ფიზიკურ პირს ხორცპროდუქტების(კუპატი) არალეგალური წარმოების გამო საქმიანობა შეუჩერდა

გორში, ზუგდიდსა და ახალქალაქში დარღვევების გამო 3 ობიექტს წარმოება შეუჩერდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ინსპექტორებმა...

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ...

UEFA-დაპირისპირება თურქების სექტორში პოლიციის ჩარევით გამწვავდა

UEFA ბათუმში გამართული ბეშიქთაშისა და ბეერ-შევას ჰაპოელის მატჩს გამოეხმაურა. ორგანიზაცია წერს, რომ მათ თურქეთის...

უწყვეტი პროტესტის 2 წელი და კრიტიკული მედია, რომელიც ვერ გააჩუმეს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ უწყვეტი პროტესტის ორწლიან პერიოდში დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიისა და ჟურნალისტების მიმართ სხვადასხვა ტიპის...