მთავარიUncategorizedძამას ხეობაში სასულიერო პირებს შორის დაპირისპირება ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა

ძამას ხეობაში სასულიერო პირებს შორის დაპირისპირება ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა

Published on

,, მთავარი არხის” ცნობით, ძამას ხეობაში, სასულიერო პირებს შორის, მიწის გამო დაწყებული დაპირისპირება ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა

ვითარება ხეობაში გუშინ, 31 მარტს საღამოს დაიძაბა, შეხლა-შემოხლის დროს დაშავდა და დაიჭრა რამდენიმე პირი.

დაპირისპირების მიზეზი მიწაა, სადაც დგას სახლი, რომელშიც მღვდელი პაესი ცხოვრობს. მან სასჯელაღსრულების დაწესებულება ცოტა ხნის წინ დატოვა, ის ძალადობისთვისაა ნასამართლევი. მღვდელ პაესს ცოტა ხნის წინ შატბერის მონასტრის წინამძღვარმა, მამა დამიანემ მონასტრის დატოვება მოსთხოვა, იმ მიზეზით, რომ იგი საეკლესიო წესებს არ ემორჩილებოდა. ამაზე ბერმა პაესმა უარი განაცხადა და დაიწუო ფიზიკური კონფლიქტი, რომლის დროსაც 2 ადამიანი დაშავდა.

“მთავარ არხი” ავრცელებს ფაქტის ამსახველი ვიდეოსაც, რომელიც მონასტრიდან წყარომ მიაწოდა, თუმცა მონასტრის წინამძღვარი მამა დამიანე უარყოფს, რომ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი.

“არ ყოფილა [ფიზიკური დაპირისპირება] არაფერ მიწასთან არ არის, მამა პაესს აქ არაფერი მიწა არ ეკუთვნის. დაპირისპირება არ ყოფილა, არ ემორჩილება მონასტრის წეს-განგებას, არ დადის ლოცვებზე, მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავატოვებინო მონასტერი. აქ მიწასთან დაკავშირებით არანაირი დავა არ არის”, – თქვა მამა დამიანემ.

მომხდარი ინციდენტის შემდეგ სასულიერო პირებს საგამოძიებო უწყებისთვის ან სამედიცინო დაწესებულებისთვის არ მიუმართავთ. წყარო “მთავარ არხთან” ამბობს, რომ დღეს ხეობაში მოვლენების კიდევ უფრო მძიმე განვითარებას ელოდებიან.

სიახლეები

სასახლის ღობის საქმე – დღეს ბრალდების მხარე დასკვნით სიტყვას იტყვის

სასახლის ღობის საქმე - სასამართლოში 13 პირის პროცესი მიმდინარეობს. საქმეს მოსამართლე თამარ მახარობლიძე იხილავს. დღეს...

მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოს I შიო III-ს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აღსაყდრებას ულოცავს

"თქვენო უნეტარესობავ და უწმინდესობავ, უფლისმიერო საყვარელო ძმაო, დიდი სიხარულით მივიღეთ პირადად ჩვენ და მსოფლიო საპატრიარქოში...

საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია დაამტკიცა

საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ "ქართული ოცნების" წინააღმდეგ რეზოლუცია დაამტკიცა - რეზოლუციას მხარი 68 დეპუტატმა დაუჭირა...

სანამ ვინმე შეწყალებაზე ისაუბრებს, სინანულზე ილაპარაკოს – პაპუაშვილი პოლიტპატიმრებზე

ივანიშვილის პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა რეჟიმის პატიმრების შეწყალების საკითხზე საუბრისას თქვა, რომ "შენდობას წინ...