მთავარისიახლეებიპოლიტიკაპროტესტით ისარგებლა ყველაზე დესტრუქციულმა ძალამ, ნაციონალურმა მოძრაობამ - ღარიბაშვილი პოზნერის ჩამოსვლაზე

პროტესტით ისარგებლა ყველაზე დესტრუქციულმა ძალამ, ნაციონალურმა მოძრაობამ – ღარიბაშვილი პოზნერის ჩამოსვლაზე

Published on

პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, რუსი პროპაგანდისტის ვიზიტის გამო მოქალაქეების პროტესტის “დესტრუქციულმა ძალამ” “ნაციონალურმა მოძრაობამ” ისარგებლა. მისი თქმით, ეს იმ ფონზე მოხდა, როცა ქვეყანა ნაწილობრივ გაიხსნა ტურისტებისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

“მოგეხსენებათ, რომ ჩვენი მოქალაქეების ერთმა ჯგუფმა პროეტისტის გამოხატვა გადაწყვიტა, რითაც ისარგებლა ყველაზე დესტრუქციულმა ძალამ ენმ-მ და როგორც სჩვევიათ მოვლენები თავიანთი დღის წესრიგის ფარგლებში მოაქციეს. ამჯერადაც ნაციონალური მოძრაობის და კერძოდ სააკაშვილის მიზანია რა თქმა უნდა დესტრუქცია და საბოტაჟი და ჩვენი ქვეყნისთვის მაქსიმალური ზიანის მიყენება, ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯის შელახვა. ამჯერადაც, ეს გააკეთეს იმ ფონაზე, როცა ჩვენი ქვეყანა ნაწილობრივ იხსნება ტურისტებისთვის და მოგეხსენებათ, თუ რაოდენ დიდი მნიშვენლობა აქვს ჩვენთვის ტურისტების შემოსვალს, მითუმეტეს ამ ვითარებაში”, – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისი განცხადებით, სახელმწიფო სტრუქტურები პოზნერის ვიზიტის პარალელურად კანონის სრული დაცვით მოქმედებდნენ.

სიახლეები

ზუგდიდში ფიზიკურ პირს ხორცპროდუქტების(კუპატი) არალეგალური წარმოების გამო საქმიანობა შეუჩერდა

გორში, ზუგდიდსა და ახალქალაქში დარღვევების გამო 3 ობიექტს წარმოება შეუჩერდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ინსპექტორებმა...

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ...

UEFA-დაპირისპირება თურქების სექტორში პოლიციის ჩარევით გამწვავდა

UEFA ბათუმში გამართული ბეშიქთაშისა და ბეერ-შევას ჰაპოელის მატჩს გამოეხმაურა. ორგანიზაცია წერს, რომ მათ თურქეთის...

უწყვეტი პროტესტის 2 წელი და კრიტიკული მედია, რომელიც ვერ გააჩუმეს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ უწყვეტი პროტესტის ორწლიან პერიოდში დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიისა და ჟურნალისტების მიმართ სხვადასხვა ტიპის...