მთავარისიახლეებისაზოგადოებარეგულაციების შემსუბუქება იმუნიზაციის დამთავრებაზეა დამოკიდებული - პაატა იმნაძე

რეგულაციების შემსუბუქება იმუნიზაციის დამთავრებაზეა დამოკიდებული – პაატა იმნაძე

Published on

“იმუნიზაციის დაწყება არაფერ კავშირშია რეგულაციების შესუსტებასთან. იმუნიზაციის დამთავრების მერე შეგვიძლია, ვილაპარაკოთ რეგულაციების შემსუბუქებაზე. ეს კარგად ჩანს იმ ქვეყნების მაგალითზე, სადაც უკვე აცრილია მოსახლეობის საკმაო რაოდენობა.

ჩვენ გვაქვს ახლა ისეთი სიტუაცია, როგორიც გვქონდა სექტემბრის ბოლოს ოქტომბრის დასაწყისში. ბოლო 2-3 კვირაა, საბედნიეროდ მნიშვნელოვანი არა, მაგრამ შემთხვევების მატება გვაქვს. თუ გავიხსენებთ, რა ხდებოდა ოქტომბერში, როცა გაგვიოთხმაგდა შემთხვევები და რა მოხდა ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის დასაწყისში, ამის საშიშროების წინაშე ვდგავართ, თუ არ დავიცავთ ელემენტარულ რეგულაციებს, რაც არის დღეისთვის მოქმედი. ეს არის დისტანცია, პირბადე და თავის არიდება სუფრებისთვის. სამწუხაროდ, უკვე გვაქვს ეპიდაფეთქებები, რომელიც დაკავშირებულია სუფრებთან. საკუთარ შეცდომებზე ხომ უნდა ვისწავლოთ?”

თქვა NCDC-ის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ “პირველ არხთან”.

სიახლეები

ზუგდიდში ფიზიკურ პირს ხორცპროდუქტების(კუპატი) არალეგალური წარმოების გამო საქმიანობა შეუჩერდა

გორში, ზუგდიდსა და ახალქალაქში დარღვევების გამო 3 ობიექტს წარმოება შეუჩერდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ინსპექტორებმა...

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ...

UEFA-დაპირისპირება თურქების სექტორში პოლიციის ჩარევით გამწვავდა

UEFA ბათუმში გამართული ბეშიქთაშისა და ბეერ-შევას ჰაპოელის მატჩს გამოეხმაურა. ორგანიზაცია წერს, რომ მათ თურქეთის...

უწყვეტი პროტესტის 2 წელი და კრიტიკული მედია, რომელიც ვერ გააჩუმეს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ უწყვეტი პროტესტის ორწლიან პერიოდში დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიისა და ჟურნალისტების მიმართ სხვადასხვა ტიპის...