მთავარიUncategorizedკომპრომისზე წასვლა სიძლიერეს ნიშნავს - დანიელსონი

კომპრომისზე წასვლა სიძლიერეს ნიშნავს – დანიელსონი

Published on

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში სამი დღის განმავლობაში დარჩება. როგორც დანიელსონმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მედიასთან განაცხადა, იმედოვნებს, რომ პარტიებს შორის კომპრომისი მიიღწევა და ეს იქნება მხარეების არა სისუსტის, არამედ სიძლიერის მაჩვენებელი.

ძალიან მიხარია საქართველოში დაბრუნება. მოუთმენლად ველი პოლიტიკურ ლიდერებთან შეხვედრას, როგორც ოპოზიციიდან, ასევე ხელისუფლებიდან რათა გადაიჭრას პოლიტიკური კრიზისი. საჭიროა კომპრომისი, კომპრომისზე წასვლა სიძლიერეს ნიშნავს და არა სისუსტეს. კომპრომისი ევროპული გზაა და ის იქნება ნიშანი, რომ საქართველოში დემოკრატია მუშაობს. საქართველოში დავრჩები 3 დღის განმავლობაში, – აცხადებს დანიელსონი.

კრისტიან დანიელსონი საქართველოში ცოტა ხნის წინ დაბრუნდა. ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, დანიესლონი სამუშაო პროცესს ორშაბათიდან, 29 მარტიდან დაიწყებს.

სიახლეები

აშშ-ის მიერ სანქცირებულმა ირანულმა ავიაკომპანიებმა საქართველოში ფრენები შეწყვიტეს

აშშ-ის მიერ სანქცირებულმა ირანულმა ავიაკომპანიებმა საქართველოში ფრენები შეწყვიტეს. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს და წერს,...

იოსელიანმა სააპელაციოს ელისაშვილის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა

საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ალექსანდრე ელისაშვილის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით (Amicus Curiae)...

ტრამპი და ზელენსკი ერთმანეთს ნიუ-იორკში შეხვდებიან

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკელ კოლეგას, დონალდ ტრამპს ნიუ-იორკში შეხვედება. ზელენსკი ამბობს, რომ ისინი ამ...

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია - 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა პირველი კომენტარი მედიასთან რამდენიმე წუთის...