მთავარისიახლეებისაზოგადოებარუსული სამშენებლო კომპანია ,,ლიტომი'' დისკვალიფიცირებულია, ზუგდიდის სტადიონის მშენებლობაზე ხელახალი ტენდერი გამოცხადდა.

რუსული სამშენებლო კომპანია ,,ლიტომი” დისკვალიფიცირებულია, ზუგდიდის სტადიონის მშენებლობაზე ხელახალი ტენდერი გამოცხადდა.

Published on

 წუხელ გვიან ღამით ზუგდიდის მერიამ ხელახალი ტენდერი გამოაცხადა ზუგდიდის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობაზე. გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მას შემდეგ, რაც  სატენდერო კომისიის მიერ  ტენდერში მონაწილე ერთადერთი კომპანია ,, ლიტომი"  დისკვალიფიცირებულ იქნა. დისკვალიფიკაციის ოფიციალური საფუძველი სამშენებლო კომპანიის მიერ  არასრულყოფილი დოკუმენტაციის წარმოდგენაა. 

ასე დასრულდა მითქმა- მოთქმა შპს „ლიტომის “ გარშემო, რომელიც  რუსეთში დარეგისტრირებული კომპანიაა და პირველ რიგში ამ მხრივ იყო მიუღებელი მოქალაქეთა დიდი ნაწილისათვის, თუმცა არსებობდა სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი საფუძველიც – ,,ლიტომის'' საწესდებო კაპიტალი სულ რაღაც 73 ათას რუსულ რუბლს შეადგენს, მას მხოლოდ ერთი ტენდერი აქვს მოგებული იმ 17 – დან, რომელსიც მონაწილეობა მიიღო და უარი ეთქვა. ამასთან, 2015 წლის აპრილის მონაცემებით, მოსკოვის ადმინისტრაციულ – ტექნიკური ინსპექციის მიერ  დაკისრებული აქვს 1200000 რუსული რუბლის ოდენობის ჯარიმა, რომელიც დღემდე გადაუხდელი აქვს.  ,,ლიტომი'' დარეგისტრირებულია 2010 წლიდან ,  ოფიციალური მონაცემებით, კომპანიის გენერალური დირექტორია როსტომ ნაკაშიძე, მფლობელი – ალი ბაკურიძე. 

ზუგდიდის სტადიონზე გამოცხადებულ ტენდერში სამშენებლო კომპანიისსათვის გადასახდელი თანხის სავარაუდო ოდენობა   9 800 000 ლარს შეადგენდა, კომპანიამ კი 9 699 777.00 ლარი დაასახელა. ასეთი თანხების მინდობა რუსეთში სახელგატეხილი კომპანიისათვის დამატებით ეჭვებს იწვევდა. 

ხელახალ ტენდერში მონაწილეობისათვის წინადადებების მიღება 24 სექტემბრიდან დაიწყება და 28 სექტემბერს დასრულდება.

შეგახსენებთ, ზუგდიდში ,“ფიფას” სტანდარტების შესაბამისი ცენტრალური საფეხბურთო სტადიონი კომბინატის დასახლებაში უნდა აშენდეს. სამშენებლო სამუშაოებისა და აღჭურვის  საერთო ღირებულება  16 მლნ ლარს შეადგენს.

სიახლეები

რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკა აგრესიულ ეტაპზე გადავიდა – SJC

სოციალური სამართლიანობის ცენტრის (SJC) განცხადებით, ბოლო პერიოდში რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკა...

ზელენსკი- ბელარუსში გაითიშა სისტემა, რომელიც უკრაინაზე იერიშების კორექტირებას ახდენდა

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ამ კვირის დასაწყისიდან ბელარუსისა და უკრაინის საზღვარზე არსებულმა რუსულმა აპარატურამ, რომელიც...

ევროსაბჭომ საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუცია დაამტკიცა

ევროსაბჭომ საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუცია დაამტკიცა. რეზოლუციას მხარი საპარლამენტო ასამბლეის 83-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხუთი...

“ მეცინება, როცა ქოცებს ჰგონიათ, არმკურნალობით რამეს დამაკლებენ” – ელენე ხოშტარია

ელენე ხოშტარია ციხიდან წერილს ავრცელებს: „მეცინება, როცა ქოცებს ჰგონიათ, არმკურნალობით, მისი გაჯანჯლებით, უღირსობით, ილუზიის შექმნით,...