მთავარისიახლეებისაზოგადოებათბილისში დაღუპულ მუშას სოფელ მუჟავაში რამდენიმე საათში ჩამოასვენებენ

თბილისში დაღუპულ მუშას სოფელ მუჟავაში რამდენიმე საათში ჩამოასვენებენ

Published on

თბილისში სამშენებლო კომპანია “ალიანსში”დასაქმებული მუშის 49 წლის ომეხი ფიფიას ცხედარს რამდენიმე საათში მშობლიურ სოფელ მუჟავაში ჩამოასვენებენ. იგი ჭავჭავაძის გამზირზე მშენებარე კორპუსის მეორმოცე სართულიდან გადმოვარდა, შახტაში ჩავარდა და დაიღუპა. “ჩვენც გავრცელებული ინფორმაციით გავიგეთ,მერე კომპანიას დავუკავშირდით… ასეთი ტრაგედია დაგვემართა…”,-ამბობს ბიძაშვილი მზია ფიფია. მეზობლის ვალიდა ქარდავას თქმით, ომეხი მშრომელი კაცი იყო. “იგი იყო ჩვენი 200 კომლიანი სოფლის თვალი,კეთილი,უბოროტო ადამიანი. ეს სოფლის ტრაგედიაა. იგი იყო მთელი ოჯახის მარჩენალი. ორი სტუდენტი შვილი ჰყავს”,-ამბობს იგი. შეგახსენებთ, რომ გარდაცვლილი მუშა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუჟავას მკვიდრია. მას მეუღლე და ორი შვილი დარჩა. როგორც სოფელ მუჟავაში მერის წარმომადგენელი მამუკა ჩხაპელია აცხადებს, გარდაცვლილის ცხედარს მშობლიურ სოფელში დღეს საღამოს ჩამოასვენებენ. შსს- ცნობით მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

სიახლეები

რა ხდება მოსკოვში, ბალაშიხაში, სადაც დიდი ქიმიური ქარხანა იწვის [ვიდეო]

მოსკოვში ცეცხლი გაჩნდა ბალაშიხას ქიმიურ ქარხანაში, რომელიც ერთ-ერთი უდიდესია რუსეთში. ხანძრის კერა, სავარაუდოდ, საწყობში...

არა მგონია, წალენჯიხაში მოეწონოთ, ტრუსიკიანმა კაცმა “ფერარით” რომ გაიშხუილა – არქიმანდრიტი დოროთე

არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი წალენჯიხაში კახა კალაძის ჩასვლაზე საკვირაო ქადაგების დროს ისაუბრა და ამასთან დაკავშირებით...

რუსეთის იერიშებს ზაპოროჟიესა და დნეპრზე მსხვერპლი მოჰყვა

ზაპოროჟიეში რუსული შეტევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ოთხი დაიჭრა, დაჭრილთა შორის ბავშვიცაა. უხელ რუსეთის სამიზნე...

მოგიწოდებთ, სახე შეინარჩუნოთ – ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატი მოსამართლე ნინო გალუსტაშვილს

მოგიწოდებთ, სახე შეინარჩუნოთ,- ასე მიმართა მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატმა ნათია კორკოტაძემ მოსამართლე ნინო გალუსტაშვილს. ადვოკატმა...