მთავარიUncategorizedმარტის ბოლოს, ან აპრილის დასაწყისში ქვეყანამ შესაძლოა კომენდანტის საათის ცვლილებაზე იზრუნოს

მარტის ბოლოს, ან აპრილის დასაწყისში ქვეყანამ შესაძლოა კომენდანტის საათის ცვლილებაზე იზრუნოს

Published on

კომენდანტის საათის მოხსნა ეპიდვითარებაზეა დამოკიდებული. დაავადება კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში თუ ეპიდსიტუაცია გაუმჯობესდა, მარტის ბოლოს, ან აპრილის დასაწყისში ქვეყანამ შესაძლოა კომენდანტის საათის ცვლილებაზე იზრუნოს.

“კომენდანტის საათი არაა ქართული გამოგონება – ითვლება ეფექტურ საშუალებად პანდემიების დროს შემზღუდველ ღონისძიებებში. ამიტომ მასთან დაკავშირებით მეტი ინფორმაციაა საჭირო. შემსუბუქებაზე ვთქვით, რომ თუ ჩვენ ამ ტიპის ეპიდსიტუაციით ვივლით მარტი-აპრილი, მაისში შევალთ კარგი იმედით. მარტის ბოლოს თუ აპრილის დასაწყისში შეიძლება იზრუნოს ქვეყანამ კომენდანტის საათის ცვლილებებზე”,-თქვა გამყრელიძემ.

ქვეყნის მასშტაბით, კომენდანტის საათი 2020 წლის 28 ნოემბრიდან მოქმედებს. საქართველოს მთავრობს გადაწყვეტილებით, 28 მარტს, ესპანეთი-საქართველოს მატჩის დღეს კომენდანტის საათი ერთჯერადად მოიხსნება.

სიახლეები

აშშ-ის მიერ სანქცირებულმა ირანულმა ავიაკომპანიებმა საქართველოში ფრენები შეწყვიტეს

აშშ-ის მიერ სანქცირებულმა ირანულმა ავიაკომპანიებმა საქართველოში ფრენები შეწყვიტეს. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს და წერს,...

იოსელიანმა სააპელაციოს ელისაშვილის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა

საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ალექსანდრე ელისაშვილის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით (Amicus Curiae)...

ტრამპი და ზელენსკი ერთმანეთს ნიუ-იორკში შეხვდებიან

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკელ კოლეგას, დონალდ ტრამპს ნიუ-იორკში შეხვედება. ზელენსკი ამბობს, რომ ისინი ამ...

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია - 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა პირველი კომენტარი მედიასთან რამდენიმე წუთის...