მთავარიUncategorizedPfizer-ის ვაქცინით აცრა ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში ჩატარდება

Pfizer-ის ვაქცინით აცრა ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში ჩატარდება

Published on

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში შემოსული 29 500 ცალი Pfizer-ის ვაქცინით 14 000 პირი აიცრება. მისი თქმით, პირველი ვაქცინის გაკეთებიდან მეორე დოზა 3-4 კვირის განმავლობაში უნდა გაკეთდეს, რის გამოც დოზების გაყოფა მოხდება.

“ვაქცინა გადანაწილებული იქნება 3 დიდ ქალაქში, 6 კლინიკაში – ერთი კლინიკა ბათუმში, ერთი ქუთაისში და 4 თბილისში. თბილისის კლინიკები არის ბოკერიას კლინიკა, რესპუბლიკური საავადმყოფო, ამტელის კლინიკა და კავკასიის მედიცინის ცენტრი. ბათუმში – რესპუბლიკური საავადმყოფო, ქუთაისში კი ცხაკაიას სახელობის ევექსის კლინიკა”, – თქვა ეკატერინე ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეიდან ვაქცინაცია 65 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვისაც შესაძლებელი იქნება. ამჟამად დარეგისტრირებულებისთვის ხელმისაწვდომი AstraZeneca-ს ვაქცინასთან ერთად Pfizer-ის ვაქცინაც იქნება.

სიახლეები

აშშ-ის მიერ სანქცირებულმა ირანულმა ავიაკომპანიებმა საქართველოში ფრენები შეწყვიტეს

აშშ-ის მიერ სანქცირებულმა ირანულმა ავიაკომპანიებმა საქართველოში ფრენები შეწყვიტეს. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს და წერს,...

იოსელიანმა სააპელაციოს ელისაშვილის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა

საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ალექსანდრე ელისაშვილის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით (Amicus Curiae)...

ტრამპი და ზელენსკი ერთმანეთს ნიუ-იორკში შეხვდებიან

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკელ კოლეგას, დონალდ ტრამპს ნიუ-იორკში შეხვედება. ზელენსკი ამბობს, რომ ისინი ამ...

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია - 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა პირველი კომენტარი მედიასთან რამდენიმე წუთის...