მთავარიUncategorizedსაქართველოში დღეს Pfizer-ის ვაქცინას ელოდებიან

საქართველოში დღეს Pfizer-ის ვაქცინას ელოდებიან

Published on

COVID-19-ის საწინააღმდეგო Pfizer-ის ვაქცინას საქართველოში დღეს ელოდებიან. 29 500 დოზის ტრანსპორტირება, პირველ ეტაპზე, დაავადებათა კონტროლის ცენტრში მოხდება. ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ მედპერსონალთან ერთად ვაქცინით ყველა ის პირი აიცრება, რომელზეც უფლება საკოორდინაციო საბჭომ გასცა. უკვე ხვალიდან კი სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს, ასევე 65 წელს ზემოთ მოქალაქეებს, საშუალება ექნებათ არჩევანი AstraZeneca-სა და Pfizer-ს შორის გააკეთონ და რეგისტრაციაც შესაბამისად გაიარონ.

ჯანდაცვის სამინისტროში ვარაუდობენ, რომ Pfizer-ით აცრების დაწყების შემდეგ მოქალაქეების აქტიურობა გაიზრდება.

არ გამოირიცხება მალე ვაქცინაციის პროცესში ჩართვის შესაძლებლობა 55 წლის ზემოთ ასაკის მოქალაქეებსაც მისცენ. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ამ ეტაპზე 3 800-ზე მეტი ადამიანია აცრილი.

სიახლეები

ტრამპი და ზელენსკი ერთმანეთს ნიუ-იორკში შეხვდებიან

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკელ კოლეგას, დონალდ ტრამპს ნიუ-იორკში შეხვედება. ზელენსკი ამბობს, რომ ისინი ამ...

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია - 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა პირველი კომენტარი მედიასთან რამდენიმე წუთის...

საქართველოში ამინდი უარესდება

19 და 20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია...

მოინანიეთ და აღიარეთ დანაშაული – კობახიძე აქციის დროს დაკავებულებს მიმართავს

ირაკლი კობახიძე აქციების დროს დაკავებულ ადამიანებს გარიგებას სთავაზობს - "ქართული ოცნების" პირობა ასეთია: "მოინანიეთ...