მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს, თუმცა საქართველოს ლიდერებისგანაც მოველით, იმოქმედონ ქვეყნის საჭიროებისამებრ''- ჯორჯ...

,,ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს, თუმცა საქართველოს ლიდერებისგანაც მოველით, იმოქმედონ ქვეყნის საჭიროებისამებრ”- ჯორჯ კენტი

Published on

აშშ სენატის საგარეო კომიტეტის სხდომაზე საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ მოსმენა მიმდინარეობს.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილემ, ჯორჯ კენტმა სენატის საგარეო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ ქვეყანაში გარე გამოწვევებთან ერთად, სერიოზული შიდა გამოწვევებია.

,,საქართველო აცნობიერებს, რაოდენ მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდათ აქაურ მეგობრებს კონგრესსა თუ ადმინისტრაციაში საქართველოს წარმატებაში. აქ საქართველოს ხანგრძლივი მეგობარი პირდაპირ მესიჯს მიაწოდებს მას, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია. მართალია ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს, თუმცა საქართველოს ლიდერებისგანაც მოველით, იმოქმედონ ქვეყნის საჭიროებისამებრ” – განაცხადა მან.

. კენტის თქმით, არჩევნები კონკურენტუნარიანად შეფასდა, თუმცა აღინიშნა ისიც, რომ მმართველ პარტიასა და ხელისუფლებას შორის მკაფიო ხაზი არ იყო გავლებული, რამაც არჩევნების მიმართ საზოგადოების ნდობა გარკვეულწილად შეამცირა.

“სამწუხაროდ, ოპოზიციის უმეტესობამ პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადა მაშინ, როდესაც კვლევების თანახმად, იმ ადამიანების უმრავლესობას, რომლებმაც ოპოზიციას ხმა მისცა, სურდათ მათ არჩეულ დეპუტატებს მანდატებით ესარგებლათ.

კენტმა აღნიშნა. რომ საქართველოში ოპოზიციური პარტიის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავება ქართული დემოკრატიისთვის უკან გადადგმული ნაბიჯი იყო. ამან კრიზისი გაამწვავა.

მან, ასევე, თქვა, რომ ხელისუფლებისა და ოპოზიციის მხრიდან შეთანხმების ვერმიღწევა საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს საფრთხეს შეუქმნის. სიტუაციის დეესკალაციისთვის არსებული შესაძლებლობების გამოყენება ვერც ხელისუფლების და ვერც ოპოზიციის მხრიდან ვერ მოხდა”, — განაცხადა კენტმა.

სიახლეები

აშშ-ის პროკურატურამ Marinera-ს ქართველ კაპიტანს ბრალი წაუყენა

გაზიარება აშშ-ის პროკურატურამ Marinera-ს ქართველ კაპიტანს ბრალი წაუყენა აშშ-ში ბრალი წაუყენეს აშშ-ის მიერ დაკავებული ნავთობტანკერის ქართველ...

გინება, გაუპატიურებით დამუქრება და განმეორებითი ცემა – CPT-ს ანგარიში საქართველოზე

ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრევენციის კომიტეტმა (CPT) გამოაქვეყნა ანგარიში კომიტეტის 2024 წლის...

პირველკლასელთა რეგისტრაცია დაიწყო

2026-2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია დღეს, 18 თებერვალს დაიწყო და ეტაპების შესაბამისად...

ბოლო 48 საათში ორგანიზებულ დანაშაულში ჩართული 97 პირი დავაკავეთ – შსს

ივანიშვილის შინაგან საქმეთა მინისტრის, გეკა გელაძის განცხადებით, ბოლო 48 საათში, თბილისსა და რეგიონებში დააკავეს...