მთავარისიახლეებისაზოგადოებათბილისში ინფექციური საავადმყოფოს ფანჯრებს რამდენიმე ტყვია ესროლეს

თბილისში ინფექციური საავადმყოფოს ფანჯრებს რამდენიმე ტყვია ესროლეს

Published on

ინფექციურ საავადმყოფოში მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო, შსს-ს ცნობით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას.როგორც შსს-ში აცხადებენ, შესაბამისი ექსპერტიზისა და საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ დაზუსტდება შემთხვევის დეტალები. თბილისში ინფექციური საავადმყოფოს ფანჯრებს რამდენიმე ტყვია ესროლეს, ამის შესახებ საზოგადოებრივს სატელეფონო საუბრისას ინფექციური საავადმყოფოს ერთ-ერთმა პაციენტმა დაუდასტურა. მისი თქმით, პალატის ფანჯარაში რამდენიმე ტყვია შევარდა, მათ შორის, ერთი საწოლსაც მოხვდა.
„ვიწექით ჩვენთვის პაციენტები, ჯერ გარეთ გავიგონე 4 გასროლა, მერე ფანჯარაში შევარდა რამდენიმე ტყვია და ლოგინსაც აქვს მორტყმული. ყველანი დავეყარეთ იატაკზე. კრიმინალური პოლიციაც აქ არის და საპატრულო პოლიციაც“, – განაცხადა ერთ-ერთმა პაციენტმა.მისი თქმით, სავარაუდოდ, გასროლა წინა კორპუსიდან განხორციელდა. 

სიახლეები

ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ მისცა

ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა ცოლის ძმამ, ვასილ მხეიძემ...

ევროკომისიამ უკრაინას შეიარაღების შესაძენად 6.1 მილიარდი ევრო დაუმტკიცა

დამოუკიდებლობის დღეს ევროკომისიამ უკრაინას შეიარაღების შესაძენად 6.1 მილიარდი ევრო დაუმტკიცა - დაფინანსება მიზნად ისახავს...

აბიტურიენტების 25%-ზე მეტმა ბარიერი ვერ გადალახა

რას ვერ ასწავლიან მოზარდებს სკოლებში და რატომ იქცა ეროვნული გამოცდების ჩაბარება აბიტურიენტების ნაწილისთვის სერიოზულ...

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს.  დასაფლავების გადაწყვეტილება გვამებს გახრწნის...