მთავარისიახლეებიპოლიტიკაოპოზიცია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის

ოპოზიცია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის

Published on

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის. როგორც პარლამენტის წინ ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, ისინი აპირებენ ქალაქებსა და სოფლებში ჩასვლას, რათა დაარწმუნონ მოსახლეობა, “რომ ბრძოლას აქვს აზრი”.

ამასთან, უდუმაშვილი აღნიშნავს, რომ ჩატარდება არაერთი აქცია და 15 მაისს დიდი აქცია გაიმართება თბილისში.

“ოპოზიცია გადადის პროტესტის უწყვეტ რეჟიმზე. დიახ, ეს იქნება ხისტი, უწყვეტი პროტესტი, რომელიც მიგვიყვანს იმ გამარჯვებამდე, რომელიც ქვეყანას სასიკეთო ცვლილებებს მოუტანს”, — თქვა უდუმაშვილმა.

18 მარტს ოპოზიციისა და მმართველი გუნდის შეხვედრა ევროპული საბჭოს წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან 10 საათი გაგრძელდა, თუმცა ისევ უშედეგოდ დასრულდა — შეთანხმება არ შედგა.

სიახლეები

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 10%-ით შემცირდა

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 2026 წელს, წინა წელთან შედარებით, 10%-ით შემცირდა. სახელმწიფოს...

ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს

ეროვნული ბანკი მოსახლეობას სოციალურ ქსელებში გავრცელებულ შესაძლო ფინანსურ პირამიდებთან დაკავშირებული რისკების შესახებ აფრთხილებს -...