მთავარისიახლეებისაზოგადოება"ნუ მოკლავ თვითმმართველობას“, „მეტი დეცენტრალიზაცია“- არასამთავრობოები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე პლაკატებით...

“ნუ მოკლავ თვითმმართველობას“, „მეტი დეცენტრალიზაცია“- არასამთავრობოები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე პლაკატებით მივიდნენ (Video)

Published on

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  რიგგარეშე სხდომამ,   სადაც ქალაქისა  და თემის გაერთიანების საკითხი იხილებოდა, ხმაურის ფონზე ჩაიარა,   სხდომაზე  არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები პლაკატებით მივიდნენ  : „ნუ მოკლავ თვითმმართველობას“, „მეტი დეცენტრალიზაცია“, „ძალა ერთობაშია“. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა უარი განაცხადეს დოკუმენტის განხილვაში მონაწილეობაზე იმ მოტივით, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ცენტრის დავალებას ასრულებს. მიუხედავად პროტესტისა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე უმრავლესობამ  საქართველოს სამთავრობო კომისიის წერილს, თემის და ქალაქის გაერთიანების შესახებ მხარი დაუჭირა. დოკუმენტი საკრებულომ თვითმმართველი ქალაქისა და თემის გაერთიანება 25 ხმით 2-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.
 
 

 

სიახლეები

ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ -შსს-მ 4 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მარნეულში დიდი ოდენობით თაღლითობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 4 პირი:...

აშშ-ის გაფრთხილება საქართველოს მოქალაქეებს, ვინც სავიზო ვადები დაარღვია

აშშ საქართველოს იმ მოქალაქეებს აფრთხილებს, ვინც სავიზო ვადები დაარღვია - განცხადებას თბილისში ამერიკის საელჩო...

დაკავებულია სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, სსიპ - სურსათის...

ლაგოდეხში პოლიციელების ცემის ფაქტზე დაკავებულ პირებს 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

ლაგოდეხში პოლიციის თანამშრომლების გინებისა და ცემის ფაქტზე დაკავებულ სამ პირს ბრალდება წარედგინა. ამის შესახებ...