გამოვლინდა პირველი სერიოზული გართულება ვაქცინაციის პროცესის – ამირან გამყრელიძე

0
361

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ვაქცინაციის პროცესში პირველი გართულება და გვერდითი მოვლენა გამოვლინდა.

“გამოვლინდა პირველი სერიოზული გვერდითი რეაქცია, ანუ გართულება ვაქცინაციის პროცესის. ვაქცინაცია და ნებისმიერი წამალი არ გახლავთ დაზღვეული გვერდითი მოქმედებებისგან. ვაქცინებზე ზგადად არსებობს მსუბუქი გვერდითი მოქმედებები და არსებობს სერიოზული გვერდითი მოქმედებები. ყველაზე სერიოზული გვერდითი მოვლენა, რომელიც ვაქცინის შეყვანისას სწრაფად ვითარდება გახლავთ ანაფილაქსიური შოკი. კორონავირუსის ყველა ვაქცინას აქვს გვერდითი მოვლენები, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ საგანგებო ბრიფინგზე.

დღის განმავლობაში გავრცელებული ინფორმაციით, ახალციხეში, კლინიკა „იმედში“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ, ექთანი ცუდად გახდა და კომაში ჩავარდა.

წინა სტატიაახალციხეში კორნავირუსის საწინააღმდეგო აცრის შემდეგ ექთანი კომაში ჩავარდა
შემდეგი სტატიაგოგი წულაიას ბრალი დაუმძიმდა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური