მთავარისიახლეებისაზოგადოებაგოგი წულაიამ შიმშილობა დაიწყო

გოგი წულაიამ შიმშილობა დაიწყო

Published on

გოგი წულაიამ შიმშილობა დაიწყო. პოლიტიკოსის მეგობრის, ლევან ჟღენტის თქმით, პროტესტის უკიდურეს ფორმას, წინასწარი დაკავების იზოლატორში მყოფმა წულაიამ მისი უდანაშაულობის დასამტკიცებლად მიმართა. პოლიტიკოსის განმარტებით, მას აღნიშნული ქალი მიუგზავნეს და პროვოკაციას წამოეგო.

“ბატონმა გოგიმ შიმშილობა დაიწყო, მას სურს მისი უდანაშაულობა დაამტკიცოს. ბოდიში მაგრამ ქუთაისიდან თბილისში სამი დღე, რომ წაყვა რა ეგონა, ჭადრაკის სათამაშოდ მიჰყავდა?!”-განაცხადა წულაიას მეგობარმა, ლევან ჟღენტმა.

​გოგი წულაიას ბრალს დღეს ოფიციალურად წაუყენებენ. პოლიტიკოსი ჯერჯერობით დაკითხული არ არის, ის ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს. გოგი წულაიას ალკოტესტი გუშინ, 17 მარტს ჩაუტარდა, რომლის მიხედვითაც დამტკიცდა, რომ ის ნასვამ მდგომარეობაში არ იმყოფებოდა.

გოგი წულაიას ქალზე ძალადობას ედავებიან. წულაია, გუშინ, 17 მარტს დააკავეს.

სიახლეები

14 წლის მოზარდი დედა გახდა – დაკავებულია 2 პირი

იმერეთში, 14 წლის მოზარდი დედა გახდა - "ტაბულას" ინფორმაციით, დაკავებულია ორი პირი. ერთ-ერთს -...

“ის, რაც სუსმა გააკეთა, არის საბავშვო ბაღი” – გიორგი ლუბარეცი

პროგრამისტი გიორგი ლუბარეცი ფეისბუქზე აჯამებს, რაზე მიიღო და რაზე არ მიუღია პასუხი საზოგადოებას ხელისუფლების...

დაუთი- კვლავ მოვუწოდებთ რუსეთს გაიყვანოს ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან

გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრმა, სტივენ დაუთიმ რუსეთს კიდევ ერთხელ მოუწოდა, პატივი სცეს ეუთოს წინაშე...

ამაღლობელის მხედველობის დაკარგვის საფრთხე სახელმწიფოს მხრიდან რეაგირებას მოითხოვს – საია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, მზია ამაღლობელის მხედველობის დაკარვის საფრთხე სახელმწიფოს მხრიდან სათანადო რეაგირებას...