მთავარისიახლეებისაზოგადოებაილია II: მეორედ მოსვლა გარდაუვალია. მრავალი განსაცდელი გვხვდება - ავადმყოფობა, სიკეთის...

ილია II: მეორედ მოსვლა გარდაუვალია. მრავალი განსაცდელი გვხვდება – ავადმყოფობა, სიკეთის ნაკლებობა… მაგრამ არ უნდა შეგეშინდეთ

Published on

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ქადაგება დიდმარხვის პირველი კვირის სამშაბათს.

მრავალი განსაცდელი გვხვდება ჩვენ: ავადმყოფობა, სიკეთის ნაკლებობა… და არ უნდა შეგეშინდეთ.

უნდა ვიცოდეთ, რომ უკანასკნელ ჟამს, იესო ქრისტეს მეორედ მოსვლის წინ, ბოროტი ძალა იგრძნობს რა თავის დასასრულს, გააძლიერებს ბრძოლას მორწმუნე ადამიანების წინააღმდეგ, მაგრამ ღვთის მადლი, ღვთის ძალა იმდენად დიდი და ძლიერია, რომ ვერაფერს გახდება.

ხშირად ლაპარაკობენ პრესით, ტელევიზიით, რომ მეორედ მოსვლა გარდაუვალია. ეს უნდა ვიცოდეთ და უნდა გავაძლიეროთ ლოცვა, გაჭირვებული ადამიანის დახმარება, რათა ბოროტი ძალა დაუძლურდეს. ამის შესახებ კარგად აქვს ნათქვამი პავლე მოციქულს ტიმოთეს მიმართ ეპისტოლეში. გულისყურით დავაკვირდეთ, რადგან აქ ბევრი საიდუმლო არის ახსნილი. ახლა მოვისმინოთ ეს თავი:

1. “ხოლო ეს იცოდე, რომ უკანასკნელ დღეთა დადგომისას მოიწევა ბოროტი ჟამი;

2. რადგანაც კაცნი იქნებიან თვითმოყვარენი, ვერცხლისმოყვარენი, ქედმაღალნი, ამპარტავანნი, მგმობელნი, დედ-მამის ურჩნი, უმადლონი უღირსნი,

3. კაცთმოძულენი, გულღრძონი, მაბეზღარნი, აღვირახსნილნი, გულმხეცნი, სიკეთის მოძულენი,

4. გამცემნი, თავხედნი, მზვაობარნი, უფრო მეტად განცხრომის მოყვარენი, ვიდრე ღმერთისა,

5. მოსაჩვენებლად ღვთისმოსაობის მსახურნი, მაგრამ მისი ძალისაგან განდგომილნი; მათგან შორს დაიჭირე თავი.

6. რადგანაც ამათთაგანი არიან, ზაკვით რომ იპარებიან სახლებში, და აცდუნებენ ცოდვით დამძიმებულსა და სხვადასხვა ვნებით შეპყრობილ ქალებს;

7. ერთთავად რომ სწავლობენ, და ვერასგზით ვერ აღწევენ ჭეშმარიტების შემეცნებას.

8. როგორც იანე და იამბრე უპირისპირდებოდნენ მოსეს, ისე ესენი უპირისპირდებიან ჭეშმარიტებას; გონებაგახრწნილი კაცნი, სარწმუნოებაში უმეცარნი;

9. მაგრამ ბევრს ვერაფერს მიაღწევენ, რადგან ამათი უგუნურება ისევე ცხადი გახდება ყველასთვის, როგორც იმათი.

10. შენ კი გამოჰყევ ჩემს მოძღვრებას, სარბიელს, განზრახვას, რწმენას, დიდსულოვნებას, სიყვარულს, მოთბინებას,

11. დევნილობას, ვნებას, რაც დავითბინე ანტიოქიაში, იკონიაში, ლისტერში და ყველაფრისგან მიხსნა მე უფალმა.

12. და ყველა ვისაც სურს, ღვთისმოსაობით იცხოვროს ქრისტე იესოში, დევნილი იქნება აგრეთვე.

13. ხოლო უკეთურნი კაცნი და გრძნეულნი უარესს მოიმოქმედებენ: სხვებსაც აცთუნებენ და თავადაც შეცდებიან.

14. შენ კი დამკვიდრდი იმაში, რაც გისწავლია და გიწამებია; იცოდე, ვის მიერა ხარ განსწავლული.

15. ეგეც არ იყოს, სიყრმითვე იცნობ საღმრთო წერილს, რომელსაც ძალუძს შენი გაბრძნობა, რათა ცხონდე რწმენით, ქრისტე იესოში. 

16. მთელი წერილი ღვთივსულიერია და სარგო – სამოძღვრებლად, სამხილებლად, გამოსასწორებლად და სიმართლის სასწავლებლად,

17. რათა სრულქმნილი იყოს ღმერთის კაცი,  ყოველი კეთილი საქმის აღსასრულებლად გამზადებული (II ტიმოთე 3,1-17).

დიახ, ეს ყველაფერი წერია ახალ აღთქმაში. ჩვენ ფრთხილად უნდა ვიყოთ. ეს ბრძოლა მძიმე იქნება მორწმუნე ადამიანებისთვის, მაგრამ ღვთის ძალა, ღვთის მადლი, არ მისცემს იმის საშუალებას, რომ გაიმარჯვოს ბოროტმა.

ჩვენ მივეცით ლოცვა-კურთხევა ჩვენს სამღვდელოებას, მთელს საქართველოს, რომ ყოველდღე ტაძარში შეასრულონ მცირე აიაზმის პარაკლისის აღსრულება და დალოცონ ხალხი. სამღვდელოება ასხურებს ნაკურთხ წყალს სახლებს, თავის შვილებს, თავის ოჯახს და ბოროტი აღარ მიეკარება მათ. ღმერთმა ძალა და მადლი მოგცეთ!ჩვენთან არს ღმერთი!

სიახლეები

კალაძე აქტივისტებზე- ჯექსონი ცოცხალი რომ იყოს, ტრილერს მათი ჩართულობით თავიდან გადაიღებდა

ამ ადამიანების სახეებს რომ ვუყურებდი, ნუ, არ ვიცი, უბრალოდ წარმოუდგენელია. მაიკლ ჯექსონი ცოცხალი რომ...

კობახიძე აქციის მონაწილეებზე- მზად ვართ დავეხმაროთ, ვუმკურნალოთ

ჩვენ ვნახეთ სახედაკარგული ორკები, ნაცი ორკები, რომლებიც გუშინ ატარებდნენ აქციას, ისტერიკულ მდგომარეობაში არიან ეს...

აშშ-ს სასამართლომ ჰარვარდისთვის დაფინანსების შეჩერებაზე ტრამპის გადაწყვეტილება გააუქმა

აშშ-ს ფედერალურმა სასამართლომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ჰარვარდის უნივერსიტეტისთვის მილიარდობით დოლარის ოდენობის დაფინანსების...

ირაკლი დგებუაძე ბათუმის პოლიციის უფროსის თანამდებობას აღარ იკავებს

ირაკლი დგებუაძე ბათუმის პოლიციის უფროსის თანამდებობას აღარ იკავებს. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. დგებუაძე...