ნიკა ელიას ბანერის მისამართით ქუჩიდან 10 გასროლა მოხდა

0
322

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, მათ ოფისზე გაკრულ ნიკა მელიას ბანერს ქუჩიდან ესროლეს.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისს იარაღიდან ესროლეს. რამდენიმე გასროლის კვალი ეტყობა ნიკა მელიას აი, ამ ბანერს. გასროლა თეთრი ქამრიდან მოხდა”, — აცხადებენ პარტიაში.

ცენტრალური ოფისის ტერიტორიაზე რამდენიმე კამერა, ახლოს მდებარეობს ერთ-ერთი ავტოგასამართი სადგურიც, სადაც, სავარაუდოდ ასევე იქნებოდა კამერები.

იქ მყოფთა ინფორმაციით, გასროლა რამდენჯერმე მოხდა, პირმა მანქანით ჩაიარა, ხელი ჰქონდა გადმოყოფილი და ოფისის მისამართით ისროდა.

წინა სტატიასიტყვიერი დაპირისპირება აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან
შემდეგი სტატიაილია II: მეორედ მოსვლა გარდაუვალია. მრავალი განსაცდელი გვხვდება – ავადმყოფობა, სიკეთის ნაკლებობა… მაგრამ არ უნდა შეგეშინდეთ
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური