საავადმყოფოს ნაცვლად კარანტინში – ანაკლიაში გალიდან გადმოყვანილი ქალი გარდაიცვალა. ახალი დეტალები

0
775

ანაკლიაში მომხდარის დამატებითი დეტალები – საკარანტინე სივრცეში გარდაიცვალა ოკუპირებული აფხაზეთიდან სამედიცინო კონსულტაციისთვის რეანომობილით გადმოყვანილი ქალი, რომელსაც გულის უკმარისობა აწუხებდა.  ინფორმაციას გარდავალების შესახებ ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ადასტურებენ, თუმცა მიზეზებზე არაფეს ამბობენ.

ამ დროისათვის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

გარდაცვლილის ახლობლები 112-ის ბრიგადას ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ სასწრაფოს ექიმებმა, რომლებიც პაციენტს ენგურის ხიდთან დახვდნენ, სათანადოდ არ შეაფასეს მდგომარეობის სიმძიმე და თუმცა ქალს გულის შეტევის ნიშნები ჰქონდა, თუმცა საავადმყოფოს ნაცვლად საკარანტინე სივრცეში, სასტუმროში მოათავსეს.

სასტუმროს ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ შესვლის დროს პაციენტს ჩივილები არ ჰქონდა. 

ადმინისტრაციაში დაგვირეკა მისმა ნათესავმა და გვითხრა, რომ ქალბატონი არ პასუხობდა ტელეფონს…ავდექით და შევედით ოთახში. უკვე იყო უგონო მდგომარეობაში იყო – ამბობენ სასტუმროს ადმინისტრაციაში. 

წინა სტატიაენმ-ს ოფისზე ნიკა მელიას ბანერს ესროლეს!
შემდეგი სტატიატანმოკლე ფაშას გრძელი ხელი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური