ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდება

0
277

დღეს, 17 მარტს საქართველოს პრემიერმინისტრი ნატოს შტაბბინაში ალიანსის გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდება.

შეხვედრის შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილის და იენს სტოლტენბერგის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება. დაგეგმილია ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა.

სამთავრობო დელეგაცია ბრიუსელში 15 მარტს გაემგზავრა.

ვიზიტის ფარგლებში ღარიბაშვილმა უკვე გამართა რამდენიმე შეხვედრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან. გუშინ გაიმართა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა.

წინა სტატიააცრილი მედიკოსების რაოდენობა დაბალია – ამ დროისთვის მხოლოდ 1447-მდე მედიკოსია აცრილი
შემდეგი სტატიაქართველ ხალხს კონკრეტული შეთავაზებები სჭირდება – ჰანს ვან ბაალენი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური