მე გამაჩნია პროფესიული ვალდებულება, რომ არ დავასახელო წყარო – ნოდარ მელაძე

0
302

TV პირველის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა, ნოდარ მელაძემ, აუდიოჩანაწერების საქმეზე, მაგისტრანტი მოსამართლის თანდასწრებით დაკითხვა მოითხოვა.

როგორც მელაძე ამბობს, საგამოძიებო უწყებებს წყაროს შესახებ არანაირ ინფორმაციას არ მიაწვდის.

“გამოვცხადდებით საქართველოს პროკურატურაში, ადვოკატს დამატებით დროსთან დაკავშირებით ექნება კომუნიკაცია. რა თქმა უნდა, წყაროს არ დავასახელებ, სულ რომ ჩემი მოსისხლე მტერი იყოს წყარო. მე გამაჩნია პროფესიული ვალდებულება, რომ არ დავასახელო წყარო და არ მივაწოდო საგამოძიებო უწყებას არცერთი მასალა, რომელიც მას დაეხმარება წყაროს იდენტიფიკაციაში”, – თქვა ნოდარ მელაძემ.

ცნობისთვის, 6 მარტს “ტვ პირველმა” აუდიოჩანაწერები გამოაქვეყნა, სადაც შესაძლო დანაშაული იკვეთება და რომელშიც, სავარაუდოდ, მოქმედი პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურის ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძე და ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის შვილი – ბერა ფიგურირებენ.

პროკურატურამ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება უკანონო მიყურადებისა და ჩანაწერების უკანონოდ მოპოვების კუთხით 9 მარტს დაიწყო.

12 მარტს კი “TV პირველის” ადვოკატმა, გიორგი მშვენიერაძემ სააპელაციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა.ამავე დღეს, 12 მარტს კი შსს-მ ყოფილი მაღალჩინოსნის, ლევან მამალაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე, ჟურნალისტების: ნოდარ მელაძისა და მაკა ჩიხლაძის შესაძლო ლიკვიდაციის შესახებ გამოძიება დაიწყო.

წინა სტატიაღარიბაშვილი შარლ მიშელს ბრიუსელში კიდევ ერთხელ შეხვდება
შემდეგი სტატიარუხის კლინიკაში მოთავსებული 4 კოვიდპაციენტის მდგომარეობა მძიმეა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური