მთავარისიახლეებიპოლიტიკაყოფილი ელჩი გიგი გიგიაძე რეზერვში გადაჰყავთ, რაც სწორედ მელაშვილის მიმართ გაკეთებულ...

ყოფილი ელჩი გიგი გიგიაძე რეზერვში გადაჰყავთ, რაც სწორედ მელაშვილის მიმართ გაკეთებულ მის განცხადებას უკავშირდება

Published on

მედიაში გავრცელებული ცნობით, დანიასა და ისლანდიაში საქართველოს ყოფილი ელჩი, გიგი გიგიაძე რეზერვში გადაჰყავთ, რაც სწორედ მელაშვილის მიმართ გაკეთებულ მის განცხადებას უკავშირდება. გასული წლის ოქტომბერში, ჯერ კიდევ მოქმედმა ელჩმა კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილის ბრალს აბსურდული უწოდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ელჩის მიერ კარტოგრაფების საქმეზე გაკეთებული განცხადების შემდეგ, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა თქვა, რომ გაუკვირდა გიგიაძის “ემოციური დამოკიდებულება კოლეგის მიმართ”

მიმდინარე წლის 20 იანვარს გაირკვა, რომ გიგიაძემ დიპლომატიური მისია დაასრულა და საქართველოში ბრუნდება.

საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, რომ როტაციის პრინციპის შესაბამისად, როდესაც ელჩი ასრულებს დიპლომატიურ მისიას უცხო ქვეყანაში, ბრუნდება დედაქალაქში.

გიგი გიგიაძეუშაობას ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრში (EPRC) აგრძელებს. EPRC-ში გადასვლის შესახებ გიგიაძემ ფეისბუქზე დაპოსტა.

სიახლეები

იალბუზზე ხუთი მთამსვლელი დაიღუპა

ევროპის უმაღლეს მწვერვალზე, რუსეთის ფედერაციაში მდებარე მთა იალბუზზე, ხუთი მთამსვლელი დაიღუპა. ისინი ძლიერ ქარიშხალში...

ნიკა გვარამია MMA-ის მებრძოლის მიერ მოძრაობის შექმნაზე – რასაც ეგ საბრალო ბრიყვი „აანონსებს“, მორალის პოლიცია კი არა, მასობრივი ძალადობის ინსპირაციაა

გვარამია MMA-ის მებრძოლის მიერ მოძრაობის შექმნაზე - რასაც ეგ საბრალო ბრიყვი „აანონსებს“, მორალის პოლიცია...

საქართველოში ჩეჩნური ტიპის არაფორმალური მორალის პოლიცია იქმნება

საქართველოში ჩეჩნური ტიპის არაფორმალურ მორალის პოლიციას აანონსებენ. ამასთან დაკავშირებით დღეს MMA-ის მებრძოლმა გიორგი ქართველიშვილმა,...

მასშტაბური იერიში უდმურტეთზე, დარტყმა როსტოვის პორტზე – უკრაინული დრონების მორიგი იერიში

უკრაინულმა დრონებმა რუსეთის რეგიონებზე მორიგი იერიშები მიიტანეს. თავდაპირველად გავრცელდა ცნობები დონის როსტოვზე დარტყმის შესახებ. ადგილობრივი...