ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი, ტომას ჰენდრიკ ილვესი გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის იმ ინტერვიუს, რომელშიც ქართული ოცნების თავმჯდომარემ თქვა, რომ გიორგი გახარია 17 თებერვლის 17:00 საათამდე ეთანხმებოდა მელიას დაკავებას მაშინ, როცა მელიას დაკავებაზე სასამართლომ გადაწყვეტილება 22:30 საათვისთვის მიიღო.
“ჩემი კითხვაა, განსაკუთრებით კანონის უზენაესობის გროტესკულად დარღვევის შემდეგ, რომელიც აქ არის აღწერილი, რა ჯანდაბას აკეთებს ევროკავშირის დროშა ამ ინტერვიუს გადასაღებ ადგილას?”.- დაწერა ილვესმა ტვიტერზე.