მთავარისიახლეებიპოლიტიკადანიელსონის დარჩენა ნიშნავს, რომ ვერცერთი მხარე ვერ გაექცევა შეთანხმებას - გიორგი ვაშაძე

დანიელსონის დარჩენა ნიშნავს, რომ ვერცერთი მხარე ვერ გაექცევა შეთანხმებას – გიორგი ვაშაძე

Published on

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, საქართველოში ერვოპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის დარჩენა ნიშნავს, რომ ვერცერთი მხარე ვერ გაექცევა შეთანხმებას.

“დანიელსონის დარჩენა ნიშნავს, დიახ, რომ ჩემი აზრით, ვერცერთი მხარე ვერ გაექცევა შეთანხმებას და მე ხაზს გავუსვამ კიდევ ერთხელ, რომ ევროკავშირისთვის ერთია, რომ საქართველოს შიდა სტაბილიზაცია უნდა მოხდეს, ევროატლანტიკური ინტეგრაცია, მაგრამ შეგახსენებთ, ბატონი შარლ მიშელის ნათქვამს წინა ვიზიტზე, ახლო პერიოდში მოსალოდნელია გარკვეული პრობლემები რეგიონში, შესაბამისად, ევროკავშირისთვის ძალიან მნიშვნელოვანია რაც შეიძლება სწრაფად მოხერხდეს შიდა პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა”, – თქვა გიორგი ვაშაძემ.

ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ კრისტიან დანიელსონი შეეცდება საქართვეოში იმ დრომდე დარჩეს, სანამ შეთანხმება არ მოხდება.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციური პარტიების ლიდერები ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირად წარმომადგენელთა, კრისტიან დანიელსონს 15 მარტს შეხვდნენ. დანიელსონმა საქართველოში ვიზიტი სწორედ დღევანდელი შეხვედრიების გამო კიდევ ერთი დღით გაახანგრძლივა.

სიახლეები

ზუგდიდში ფიზიკურ პირს ხორცპროდუქტების(კუპატი) არალეგალური წარმოების გამო საქმიანობა შეუჩერდა

გორში, ზუგდიდსა და ახალქალაქში დარღვევების გამო 3 ობიექტს წარმოება შეუჩერდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ინსპექტორებმა...

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ...

UEFA-დაპირისპირება თურქების სექტორში პოლიციის ჩარევით გამწვავდა

UEFA ბათუმში გამართული ბეშიქთაშისა და ბეერ-შევას ჰაპოელის მატჩს გამოეხმაურა. ორგანიზაცია წერს, რომ მათ თურქეთის...

უწყვეტი პროტესტის 2 წელი და კრიტიკული მედია, რომელიც ვერ გააჩუმეს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ უწყვეტი პროტესტის ორწლიან პერიოდში დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიისა და ჟურნალისტების მიმართ სხვადასხვა ტიპის...