საზოგადოების მიერ თვით ორგანიზებულმა საქართველოს ეროვნული სამოსის დღემ წელს უპრეცენდენტო მასშტაბები მიიღო. საქართველოს ეროვნული სამოსის დღე საქართველოს საზღვრებს გასცდა და ქართული სათვისტომოების და საქართველოს საელჩოების მიერ გაიმართება შემდეგ ქალაქებში: ვაშინგტონში საქართველოს საელჩოში , ქართული სათვისტომოს ორგანიზებით ლონდონში , დუბლინში, კიევში, თელავივში, მოსკოვში, მინსკში, სტამბულში და ევროპის კიდევ რამდენიმე ქალაქში. საქართველოში კი ეროვნული სამოსის დღე 25-მდე ქალაქში აღინიშნება. მთელი საქართველოს მასშტაბით დაგეგმილია კარნავალის ტიპის კოსტიუმირებული აღლუმები, საინტერესო გამოფენები, კონცერტები და სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობასთან.18 მაისი იქცა დღედ, როცა მთელი საქართველო ერთდროულად მართავს მასშტაბურ ღონისძიებებს და კარნავალის ტიპის კოსტუმირებულ აღლუმებს. მთელი საქართველო ღია ცის ქვეშ გაცოცხლებულ მუზეუმად იქცევა და ქვეყანაში არსებული ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობა სხვადსხვა ფორმით ქუჩებში გამოიფინება. შეგახსნებთ, რომ 18 მაისი როგორც ეროვნული სამოსის დღე 2016 წელს პირველად აღინიშნა საქართველოს 14 ქალაქში. საქართველოს სხვადასხვა ქალაქის მსგავსად ეროვნული სამოსის დღე ზუგდიდში, ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე აღინიშნება
დღეს ეროვნული სამოსის დღე აღინიშნება
სიახლეები
სიახლეები
პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს
პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს. - ამის...
სიახლეები
ბრალდებებისთვისაც მზად ვართ, მთავარია, ეს ბრალდებები არ იყოს-მდინარაძე ღარიბაშვილზე
მოდი, მე მის მიზნებზე არ ვისაუბრებ, შევიკავებ ამისგან თავს, პატიმრობაში მყოფი კაცია და ვფიქრობ,...
საზოგადოება
ენგურის ხიდზე რიგითი მოქალაქეებისთვის საწვავის გადატანაზე შეზღუდვა მოქმედებს
მაშინ, როცა „ქართული ოცნება“ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანას ჰუმანიტარული მოტივითა და დეფიციტის აღმოფხვრის საჭიროებით...
საზოგადოება
თამარ ბაჩალიშვილის მამა საქმის ჩაფარცხვის 3 მაღალჩინოსანს ასახელებს
ვინ ჩაფარცხა თამარ ბაჩალიშვილის საქმე - გარდაცვლილი გოგოს მამა "ოცნების" 3 მაღალჩინოსნის გვარს ასახელებს....