სავაჭრო ცენტრები და ბაზრობები დღეიდან, 13 მარტიდან, შაბათ-კვირასაც იმუშავებენ. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 15 მარტიდან კი, ფუნქციონირებას სპორტული დარბაზები განაახლებენ,
სასწავლო პროცესი აღდგება აუდიტორიებში და განახლდება სასკოლო წრეებიც.
15 მარტიდან თეატრები ვარჯიშის და რეპეტიციებისა განახლებას შეძლებენ , სპორტულ კლუბებს და პროფესიულ ანსამბლებს, საქმიანობის განახლება, მაყურებლების დასწრებით, 1-ლი აპრილიდან შეეძლებათ.
შეზღუდვების შემსუბუქების ფონზე კომენდანტის საათი ისევ ძალაში რჩება. 21:00-დან
05:00 საათამდე გადაადგილება ისევ შეზღუდული იქნება.