მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,პატარა ადამიანებს ახასიათებთ: ვინც მათ ზემოთაა, უნდა ემლიქვნელონ და ვინც...

,,პატარა ადამიანებს ახასიათებთ: ვინც მათ ზემოთაა, უნდა ემლიქვნელონ და ვინც ქვემოთ არის, უნდა დაჩაგრონ და ამიტომ მძულს მლიქვნელები” – მიხეილ სააკაშვილი

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა “მთავარ არხთან”, გადაცემაში “დღის სტუმარი” ჩართვისას გაიხსენა, რომ ბიძინა ივანიშვილმა, სანამ პოლიტიკაში მოვიდოდა, რამდენჯერმე მასთან შეხვედრა ითხოვა. 

“ერთი-ორჯერ მოითხოვა ბიძინა ივანიშვილმა ჩემთან შეხვედრა და შევხვდი, შემოდიოდა ყოველთვის დაოთხილი, წელში მოხრილი, საშინლად მლიქვნელური, ეს ახასიათებთ ასეთ ადამიანებს, ვინც მათ ზემოთაა, უნდა ემლიქვნელონ და ვინც ქვემოთ არის, უნდა დაჩაგრონ და ამიტომ მძულს მლიქვნელები. ერთერთ შეხვედრაზე მან შემოგვთავაზა ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის სახლების შეძენა, მინისტრებისთვის ბინების შეძენა და მე ვუთხარი, არც გაიფიქროთ ეს საერთოდ!”, – გაიხსენა მიხეილ სააკაშვილმა. 

სიახლეები

რეპრესიები მოქმედებაშია – ზურაბიშვილი ტროტუარზე დგომის გამო აქტივისტების დაპატიმრებებს ეხმაურება

ტერორი საქართველოში - საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ტროტუარზე დგომის გამო აქტოვისტების პატიმრობაში გაშვებას...

ტროტუარზე დგომის გამო მიხეილ ზაქარეიშვილსა და ლუკა ნაგლიაშვილს 5-დღიანი პატიმრობა შეეფარდათ

ტროტუარზე დგომის გამო მიხეილ ზაქარეიშვილსა და ლუკა ნაგლიაშვილს 5-დღიანი პატიმრობა შეეფარდათ. ორივე საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე...

ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრი მზია ამაღლობელის შესახებ განცხადებას ავრცელებს

ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრი მზია ამაღლობელის შესახებ განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაცია წერს, რომ გამოცემა “ბათუმელებისა“...

გიორგი ვაშაძემ საპატიმრო დატოვა

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ 7-თვიანი პატიმრობის შემდეგ რუსთავის ციხე დატოვა. ვაშაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა,...