მთავარისიახლეებიპოლიტიკაარის თუ არა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღები პირი?

არის თუ არა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღები პირი?

Published on

NDI-ის კვლევის ფარგლებში  გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, ხელისუფლების საქმიანობაზე გადაწყვეტილების მიმღები პირი კვლავ  ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილია. ამ მოსაზრებას სრულად ეთანხმება გამოკითხულთა 28%, ეთანხმება – 31%, გამოკითხულთა 14%  თვლის, რომ  თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ   ბიძინა ივანიშვილი აღარ არის გადაწყვეტილების მიმღები, გამოკითხულთა 21% ამბობს, რომ  არ იცის, არის თუ არა ბიძინა ივანიშვილი გადაწყვეტილების მიმღები.

გამოკითხულთა 41% აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი არ უნდა იყოს ჩართული პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, 30%-ის აზრით, სასურველია, რომ ბიძინა ივანიშვილი იყოს პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღები პირი და ამასთან ეკავოს ოფიციალური პოლიტიკური თანამდებობა. 6%-ის აზრით კი, სასურველია ბიძინა ივანიშვილი იყოს პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღები პირი და არ ეკავოს ოფიციალური პოლიტიკური თანამდებობა.

 გამოკითხულთა 20%-მა არ იცის, უნდა იყოს თუ არა ივანიშვილი ჩართული პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაში, 3%-მა კი პასუხზე უარი განაცხადა. 

სიახლეები

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, უსაფრთხოების ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, მგზავრთა...

რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო – ურსულა ფონ დერ ლეიენი

"რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო. შურისძიების მიზნით ის მიზანში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო...

ზარქუა ღარიბაშვილზე: მე მაინც მგონია, რომ აქ საქმე გვაქვს გაუგებრობასთან

ჩემთვის რაც არ უნდა მძიმე იყოს ამ თემაზე საუბარი, და ნამდვილად მძიმეა, მე მაინც...

ბაჩალიაშვილის დედა დღეს, 17:00 საათზე პროკურატურაში დაიბარეს

თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ პროკურატურიდან დაურეკეს და დღეს, 17:00...