მთავარისიახლეებისაზოგადოებაპატრიარქი - მივმართავ ქმარსაც და ცოლსაც: თქვენ ნუ მოითხოვთ მეუღლისაგან პატივს, პირველმა...

პატრიარქი – მივმართავ ქმარსაც და ცოლსაც: თქვენ ნუ მოითხოვთ მეუღლისაგან პატივს, პირველმა თქვენ მიაგეთ პატივი

Published on

მივმართავ ქმარსაც და ცოლსაც: თქვენ ნუ მოითხოვთ მეუღლისაგან პატივს, პირველმა თქვენ მიაგეთ პატივი. ორივემ ისწავლეთ სხვისთვის ცხოვრება და ეს სხვა პირველ რიგში, უნდა იყოს თქვენი მეორე ნახევარი, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის დაწერილ წინასიტყვაობაშია ნათქვამი, რომელიც ჟურნალში “ბედნიერი ოჯახი” დაიბეჭდა. აღნიშნული ჟურნალი დღეს სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილ მრევლს საჩუქრად დაურიგდა. პატრიარქის წინასიტყვაობა კი საზოგადოებას მეუფე დანიელმა წაუკითხა.პატრიარქის განცხადებით, ბედნიერი ოჯახი არის ისეთი ერთობა, ისეთი სიყვარული, როცა სამაგიეროს არ ითხოვ სხვისგან და ამასთან, უშურველად გასცემ შენს სიკეთეს. „ეს ნიშნავს, საკუთარი თავის შენს მეორე ნახევარში აღმოჩენას და მისთვის უანგარო მსახურებას. რა თქმა უნდა, ყურადღება გასამახვილებელია იმაზეც, რომ ეს დამოუკიდებულება ცალმხრივად არ იქცეს, არამედ ბოლომდე დარჩეს “მე” და “შენ” ურთიერთობად, “ჩვენ” ურთიერთობად და ქორწინების დღის “მეფობა” და “დედოფლობა” გარკვეული სახით მთელი ცხოვრება შენარჩუნდეს”, – ნათქვამია პატრიარქის მიერ დაწერილ წინასიტყვაობაში.

სიახლეები

ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ მისცა

ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა ცოლის ძმამ, ვასილ მხეიძემ...

ევროკომისიამ უკრაინას შეიარაღების შესაძენად 6.1 მილიარდი ევრო დაუმტკიცა

დამოუკიდებლობის დღეს ევროკომისიამ უკრაინას შეიარაღების შესაძენად 6.1 მილიარდი ევრო დაუმტკიცა - დაფინანსება მიზნად ისახავს...

აბიტურიენტების 25%-ზე მეტმა ბარიერი ვერ გადალახა

რას ვერ ასწავლიან მოზარდებს სკოლებში და რატომ იქცა ეროვნული გამოცდების ჩაბარება აბიტურიენტების ნაწილისთვის სერიოზულ...

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს.  დასაფლავების გადაწყვეტილება გვამებს გახრწნის...