მთავარიUncategorizedTV პირველი სასამართლოს განჩინებას გაასაჩივრებს - ადვოკატი გიორგი მშვენიერაძე

TV პირველი სასამართლოს განჩინებას გაასაჩივრებს – ადვოკატი გიორგი მშვენიერაძე

Published on

TV პირველის ადვოკატის, გიორგი მშვენიერაძის განცხადებით, ისინი სასამართლოს განჩინებას გაასაჩივრებენ. ამის შესახებ მან ტელეკომპანიაში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა.

“დღეს დავიწყეთ აქტიური მუშაობა იმასთან დაკავშირებით, რომ ის უკანონო და არაკონსტიტუციური განჩინება, რომელიც გუშინ საღამოთი ჩაბარდა ტელეკომპანია პირველს გასაჩივრდეს ქვეყნის შიგნით სასამართლოში, რადგან სანამ არსებობს ეს განჩინება და ის არის ძალაში, მანამდე აქვთ შესაძლებლობა ჩვენს სამართალდამცავ ორგანოებს, რომ იძულებით განახორციელონ ამოღება იმ ნივთის, რომელიც ფიზიკურად არ არსებობს და რომც არსებობდეს, მაინც არ აპირებს ტელევიზია ამის გადაცემას საგამოძიებო უწყებებისთვის”, — თქვა მან.

მისივე თქმით, თუკი ქვეყნის შიგნით არ იქნება საკმარისი, განიხილავენ იმ შესაძლებლობასაც, რომ მიმართონ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსაც.

გიორგი მშვენიერაძე ასევე აცხადებს, რომ . სასამართლოს განჩინებაში მოთხოვნილია არა აუდიოფაილია, არამედ სწორედ ის მოწყობილობა, რომელზეც შეიძლება ჩაწერილი ყოფილიყო ფაილი. მისი თქმით, ამით პროკურატურას აინტერესებს წყარო.

“განჩინება კარგად წარმოაჩენს სულისკვეთებას გამოძიების, რომელსაც არ აინტერესებს თავად ჩანაწერის შინაარსი, ამ განჩინებაში არ არის მოთხოვნილი აუდიოფაილი, არამედ მიზანმიმართულად ითხოვენ სწორედ იმ მოწყობილობას, რომელზეც შესაძლებელია ჩაწერილი ყოფილიყო ფაილი, ანუ მათ სწორედ აინტერესებთ ფაილის წარმომავლობა, ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჟურნალისტის პროფესიული საიდუმლოებით დაცული წყარო”, — თქვა მან.


 

სიახლეები

შევიძინეთ უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო სისტემა-მდინარაძე

სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებები, მათ შორის, უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო...

მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული

მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული....

შვილებს მოწყალების თხოვნასა აიძულებდნენ- დააკავეს 3 პირი

შსს-ს ცნობით, არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით 3 პირი, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები დააკავეს....

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში 3 ივლისს ჩამოასვენებენ

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში 3 ივლისს ჩამოასვენებენ. კიევიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ელოდებიან „ქართველი...