მთავარისიახლეებიკონფლიქტებირა ხდება სოხუმში? ასლან ბჟანიას სასახლესთან მისი მომხრეები არიან...

რა ხდება სოხუმში? ასლან ბჟანიას სასახლესთან მისი მომხრეები არიან შეკრებილი. ოპოზიციის მოსალოდნელი შეტევის მოგერიებისთვის მილიციაა მობილიზებული

Published on

რუსეთის მიერ ოკუპირებულ სოხუმში ორი აქცია ერთმანეთის პარალელურად მიმდინარეობს: ოპოზიციური პარტია “აურაა” ყრილობას ატარებს, პარალელურად კი ე.წ. პრეზიდენტის ასლან ბჟანიას სასახლესთან მისი მომხრეები არიან შეკრებილი. ამ დროისთვის სასახლე ბჟანიას მომხრეებისა და მილიციის ალყაშია, იქ, 300-მდე მილიციელი და 200-მდე მოქალაქეა თავმოყრილი, ხოლო ოპოზიციურ შეკრებაში, საერთო ჯამში, 700-მდე ადამიანი მონაწილეობს. 

მანამდე ვიდეოპორტალ “You tube-ზე გავრცელდა კადრები, სადაც ასახულია ე.წ. პრეზიდენტის სასახლის მიმდებარე პერიმეტრის გაძლიერებული დაცვა. არსებული ინფორმაციით, ყრილობის შემდეგ ოპოზიციის მომხრეები სასახლის შტურმს გეგმავენ.

შეგახსენებთ, ოპოზიციის მხრიდან ე.წ. პრეზიდენტის სასახლეზე შესაძლო შტურმის შესახებ ინფორმაცია მარტის დასაწყისში გავრცელდა, რის შემდეგაც ხელისუფლებამ დონბასის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის გმირი ახრიკ ავიძბა და მისი დაცვის წევრები დააკავა, ავიძბას სახლიდან კი დიდი რაოდენობით იარაღი ამოიღო.

სწორედ ახრა ავიძბა მოიაზრებოდა ოპოზიციის ერთერთ ლიდერად, დე ფაქტო ხელისუფლებამ კი განაცხადა, ავიძბა სახელმწიფო გადატრიალების სამზადისში იყო ბრალდებული. 

მოსალოდნელ შტურმთან დაკავშირებით, ე.წ.-მა შსს-მ სოხუმში უკვე მოუწოდა ოპოზიციური თავყრილობის მონაწილეებს, რომ დაიცვან მართლწესრიგი, წინააღმდეგ შემთხვევაში, განცხადების თანახმად, უწყება ადეკვატურად იმოქმედებს. 

სიახლეები

თამაზ ელიზბარაშვილმა შიმშილობა დაიწყო

ბიზნესმენმა თამაზ ელიზბარაშვილმა შიმშილობა დაიწყო. ინფორმაცია მის სოციალურ ქსელში ვრცელდება. “დღევანდელი უსამართლობის შემდეგ თამაზ ელიზბარაშვილმა შიმშილობა...

პაპუაშვილი ღარიბაშვილის წერილს სპეკულაციურს უწოდებს

შალვა პაპუაშვილი მისივე ყოფილ თანაგუნდელს, "ქართული ოცნების" ორგზის პრემიერ-მინისტრს პოლიტიკურ სპეკულაციაში ადანაშაულებს. "ქართული ოცნების" ლიდერი,...

ზელენსკის განცხადების მერე, თურქულმა ავიაკომპანიამ მოსკოვის მიმართულებით ფრენები გააუქმა

ზელენსკის გაფრთხილების შემდეგ თურქულმა ავიაკომპანიამ მოსკოვის მიმართულებით ფრენები გააუქმა - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს...

სახალხო დამცველი დღეს ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება

საქართველოს სახალხო დამცველი ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს დღეს შეხვდება. ცნობილია, რომ პატიმარ ღარიბაშვილთან შეხვედრის...