მთავარიUncategorizedინგა გრიგოლია: ტელევიზიაში აპირებთ შემოჭრას? ომი გინდათ? და მარტო იმიტომ...

ინგა გრიგოლია: ტელევიზიაში აპირებთ შემოჭრას? ომი გინდათ? და მარტო იმიტომ გადაწყვიტეთ ეს, რომ ერთი კაცი გაბრაზდა? არ შემოგიშვებთ!

Published on

TV პირველის წამყვანი, ინგა გრიგოლია Facebook-ზე წერს, რომ ტელევიზიაში პროკურატურას არ შეუშვებენ. ასე ჟურნალისტი საქალაქო სასამართლოს განჩინებას გამოეხმაურა, რომელმაც გენერალურ პროკურატურას დართო ნება, TV პირველის მასალების ამოღების უფლება  მისცა.

“ანუ, ტელევიზიაში აპირებთ შემოსვლას ძალით? შემოჭრას? იმიტომ, რომ არ შემოგიშვებთ! ომი გინდათ? და მარტო იმიტომ გადაწყვიტეთ ეს, რომ ერთი კაცი გაბრაზდა? რატომ გამახსენდა შევარდნაძის დროის რუსთავი 2? დახურვის სურვილით აღგზნებულები რომ მიადგნენ დოკუმენტებით და მერე რითიც დამთავრდა ყველამ ვიცით. აბა, გაბედეთ!” – წერს ინგა გრიგოლია. 

6 მარტს, TV პირველის ეთერში გავრცელდა ჩანაწერი, რომელშიც, ავტორების მტკიცებით, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი საუბრობენ. ჩანაწერში Facebook-ზე დაწერილი კომენტარებისთვის სკოლის მოსწავლესთან ანგარიშსწორებასა და სხვა “სადამსჯელო ღონისძიებებზეა” საუბარი.

პროკურატურამ გამოძიება ტელეკომპანია პირველის მიერ გავრცელებულ ჩანაწერზე კერძო საუბრის უნებართვოდ ჩაწერის, გამოყენებისა და გავრცელების ფაქტზე დაიწყო. 

სიახლეები

ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ მისცა

ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა ცოლის ძმამ, ვასილ მხეიძემ...

ევროკომისიამ უკრაინას შეიარაღების შესაძენად 6.1 მილიარდი ევრო დაუმტკიცა

დამოუკიდებლობის დღეს ევროკომისიამ უკრაინას შეიარაღების შესაძენად 6.1 მილიარდი ევრო დაუმტკიცა - დაფინანსება მიზნად ისახავს...

აბიტურიენტების 25%-ზე მეტმა ბარიერი ვერ გადალახა

რას ვერ ასწავლიან მოზარდებს სკოლებში და რატომ იქცა ეროვნული გამოცდების ჩაბარება აბიტურიენტების ნაწილისთვის სერიოზულ...

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს.  დასაფლავების გადაწყვეტილება გვამებს გახრწნის...