ისტორიული ლაზეთიდან, ოფრადან, საქართველოსკენ დღეს ხატებით მსვლელობა დაიწყება, რომელიც 17 მაისს, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების დღეს, სამების საკათედრო ტაძარში დასრულდება. ყოვლადწმინდა სამების ტაძრის მღვდელმსახურის, არქიმანდრიტ იოანე მჭედლიშვილის ინფორმაციით, მსვლელობა აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხატებით მოხდება. ამ მიზნით დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია II-მ საპატრიარქოში აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხატები აკურთხა. ასევე, დალოცა სასულიერო პირები და მრევლი, რომლებიც ამ ხატებით მსვლელობაში მიიღებენ მონაწილეობას. მამა იოანეს თქმით, ფეხით მსვლელობა დღეს, ისტორიული ლაზეთის ტერიტორიიდან, ოფრადან დაიწყება და 17 მაისს სამების საკათედრო ტაძარში დასრულდება. არქიმანდრიტის განცხადებით, მსვლელობის მონაწილეები დღესვე გონიოში იქნებიან, 12 მაისს, წმინდა მოციქულის, ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს კი – დიდაჭარაში. შემდეგ ჩავლენ ახალციხეში, აწყურში , ბორჯომში, ხაშურში, გორში, ასევე სამთავისში. 16 მაისს, საღამოს ლოცვაზე ხატებით მსვლელობის მონაწილეები სვეტიცხოველში იქნებიან. 17 მაისს წირვის შემდეგ კი მსვლელობა თბილისისკენ გაგრძელდება. მამა იოანეს თქმით, მსვლელობის მონაწილეებს ვარდების მოედანზე ტრადიციულად მრევლი და სასულიერო პირები დახვდებათ. შემდეგ კი მსვლელობა ყოვლადწმინდა სამების ტაძარში დასრულდება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარეს ილია მეორის ლოცვა-კურთხევით 17 მაისი – ოჯახის სიწმინდისა და მშობლების დღედ, 2014 წელს გამოცხადდა. აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხატებით მსვლელობა კი 2015 წლიდან იმართება.
ისტორიული ლაზეთიდან საქართველოსკენ დღეს ხატებით მსვლელობა დაიწყება
სიახლეები
მსოფლიო
პალესტინის აღიარების გამო, რესპუბლიკელი სენატორები აშშ-ის მოკავშირე ქვეყნებს აკრიტიკებენ
აშშ-ს მოკავშირეების მიერ პალესტინის სახელმწიფოებრიობის აღიარებამ რესპუბლიკელი კანონმდებლების მხრიდან კრიტიკა გამოიწვია.
ყოფილი აშშ-ს ელჩი...
კონფლიქტები
ბაგრამის ავიაბაზის აშშ-სთვის დაბრუნებაზე ავღანეთმა უარი თქვა
ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ბაგრამის ავიაბაზის აშშ-სთვის გადაცემაზე შეთანხმება შეუძლებელია. მანამდე აშშ-ს პრეზიდენტი...
სამართალი
შიდა ქართლში 2 კგ-მდე “მეტადონი” და 0,5 კგ “ალფა-პვპ” ამოვიღეთ – შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროსი ინფორმაციით, შიდა ქართლში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის...
სიახლეები
უკრაინელების დრონების გამო, სარატოვსა და სამარაში “დაცხა”
უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობის განცხადებით, გუშინ, ღამის განმავლობაში, უკრაინულმა დრონებმა წარმატებით შეუტიეს რუსეთის სიღრმეში,...