მთავარისიახლეებისაზოგადოება"კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის" ჟურნალისტებზე ძალადობის სასწრაფო გამოძიებას ითხოვს

“კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის” ჟურნალისტებზე ძალადობის სასწრაფო გამოძიებას ითხოვს

Published on

არასამთავრობო ორგანიზაცია, “კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის” მარტვილში ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე განხორციელებული ძალადობის სასწრაფო და ეფექტურ გამოძიებას მოითხოვს.

მათი შეფასებით, ფაქტები დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მოუწოდებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი რეაგირებით შეაჩეროს მედიაზე გახშირებული თავდასხმები.

“მივმართავთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროული რეაგირებით შეისწავლოს ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლის და სხეულის დაზიანების ფაქტები. სწრაფი და ეფექტიანი გამოძიებით შეაჩეროს მედიაზე გახშირებული თავდასხმები”, – წერს “კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის”.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სხეულის დაზიანების გარდა, გავრცელებული კადრებიდან ჩანს, თუ როგორ უშლიდნენ ხელს სასულიერო პირები ჟურნალისტებს პროფესიული მოვალეობის შესრულებას. სწორედ ამიტომ მიმართავენ საგამოძიებო უწყებას, დროულად შეისწავლოს ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლის და სხეულის დაზიანების ფაქტები.

სიახლეები

ზუგდიდში ფიზიკურ პირს ხორცპროდუქტების(კუპატი) არალეგალური წარმოების გამო საქმიანობა შეუჩერდა

გორში, ზუგდიდსა და ახალქალაქში დარღვევების გამო 3 ობიექტს წარმოება შეუჩერდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ინსპექტორებმა...

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ...

UEFA-დაპირისპირება თურქების სექტორში პოლიციის ჩარევით გამწვავდა

UEFA ბათუმში გამართული ბეშიქთაშისა და ბეერ-შევას ჰაპოელის მატჩს გამოეხმაურა. ორგანიზაცია წერს, რომ მათ თურქეთის...

უწყვეტი პროტესტის 2 წელი და კრიტიკული მედია, რომელიც ვერ გააჩუმეს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ უწყვეტი პროტესტის ორწლიან პერიოდში დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიისა და ჟურნალისტების მიმართ სხვადასხვა ტიპის...