მთავარისიახლეებისაზოგადოებაშეაგინე ბერას - სოციალურ ქსელში, კანცელარიასთან, აქცია დაიგეგმა

შეაგინე ბერას – სოციალურ ქსელში, კანცელარიასთან, აქცია დაიგეგმა

Published on

შეაგინე ბერას – სოციალურ ქსელში, კანცელარიასთან, მორიგი აქცია დაიგეგმა. აქცია ხვალ, 18:00 საათზე დაიწყება.

აქციის ჩანიშვნის მიზეზი ტვ პირველის ეთერში გასული სატელეფონო ჩანაწერებია, სადაც ბერა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი სკოლის მოსწავლეზე ძალადობას გეგმავენ.

ზუგდიდის მუზეუმის თანამშრომელი ნანა ფიფია, რამდენიმე წლის წინ (მას წელი ზუსტად არ ახსოვს და არ აღინიშნებოდა ვლაქერნობის დღესასწაული,ჩვეულებრივი დღე იყო),სოციალურ ქსელში ეხმიანება ახლანდელი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის და ბერა ივანიშვილის ვიზიტს მუზეუმში.

ნანა ფიფიას ფეისბუკ სტატუსს “ოდიშინიუსი” უცვლელად გთავაზობთ:

“ერთ მშვენიერ დილას მუზეუმში მაცნე მოვიდა – ძაღლებით, დაცვის წევრებით, შეძახილებით – დაკეტეთ! დაკეტეთ! ღარიბაშვილი მოდის!
ძაღლებიანად დარბოდნენ დარბაზებში, აღებდნენ მემორიალური ნივთების უჯრებს, ამოწმებდნენ მუზეუმელებს ბომბი გვქონდა ჩადებული თუ არა…
ციალა, რომელიც წლებია საგანძურს იცავს და გამოფენა აბარია, შიშით უკან მისდევს, არიქა, რამე არ ჩამოაგდონ, არ დაზიანდეს…
აქტიური სეზონია, ხალხი სასახლის დასათვალიერებლად მოდის და ვერ შემოდის, რატომ?

  • ღარიბაშვილი მოდის!
    მოვიდა, მოიარა, წავიდა და როცა გვგგონია რომ მუზეუმი უნდა გავაღოთ, ისმის ახალი შეძახილი:
  • ბერა მოდის!
    დღის ორი-სამი საათია, შიდა ეზოში ვართ, უკანა კარს მამაო მოადგა, ჯგუფი ახლავს, გავიგონე – ბოლნისი. ბოლნისში უახლოესი ნათესავები მყავს და ვერ მოვითმინე, მივედი, მამაო რკინის კარსმიღმა მეკითხება:
    -რატომ არ გვიშვებთ?
  • რა ვიცი, ბერა მოდის!
    შემოვბრუნდი და ეზოში მყოფ მათი დაცვის უფროსს ვეუბნები:
    -ხალხი ამხელა გზაზე ჩამოვიდა, ვერ შემოდის, ვინც არ უნდა მოდიოდეს, რა საჭიროა მუზეუმის პარალიზება?
    მკაცრი სახის გამომეტყველებით მპასუხობს, მონა:
  • რას ამბობთ, ქვეყნის პირველი პირი და პირველი კაცის შვილი მოდის!
    მოვიდა ბერა, შავკანიანები ახლდა, არც გამარჯობა…შემოიარა და არც ნახვამდის… წავიდა!
    საინტერესოა, რომელი ნორმალური ქვეყნის მუზეუმი იკეტება მთელი დღით, როცა ვინმე მთავრობის წარმომადგენელი, ან ბერასნაირი მიდის! რატომ მოგწონს ასეთი ფორმა!ვინც არ უნდა იყო!
    ან, ვინ ხარ? ხან მუზეუმს მიკეტავ, ხან სვეტიცხოველს!”,- წერს მუზეუმის თანმშრომელი ნანა ფიფია.

შეგახსენებთ, ტვ პირველის ეთერში გავიდა სატელეფონო ჩანაწერები,სადაც ბერა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი სკოლის მოსწავლეზე ძალადობას გეგმავენ.

ჩანაწერის გასვლის შემდეგ,”შეაგინე ბერას”- სოციალურ ქსელში, კანცელარიასთან, მორიგი აქცია დაიგეგმა.

აქცია ხვალ, 18:00 საათზე დაიწყება..

სიახლეები

ზუგდიდში ფიზიკურ პირს ხორცპროდუქტების(კუპატი) არალეგალური წარმოების გამო საქმიანობა შეუჩერდა

გორში, ზუგდიდსა და ახალქალაქში დარღვევების გამო 3 ობიექტს წარმოება შეუჩერდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ინსპექტორებმა...

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ...

UEFA-დაპირისპირება თურქების სექტორში პოლიციის ჩარევით გამწვავდა

UEFA ბათუმში გამართული ბეშიქთაშისა და ბეერ-შევას ჰაპოელის მატჩს გამოეხმაურა. ორგანიზაცია წერს, რომ მათ თურქეთის...

უწყვეტი პროტესტის 2 წელი და კრიტიკული მედია, რომელიც ვერ გააჩუმეს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ უწყვეტი პროტესტის ორწლიან პერიოდში დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიისა და ჟურნალისტების მიმართ სხვადასხვა ტიპის...