მთავარიUncategorized„მთავარი არხის“ სამეგრელო-ზემო სვანეთის ჟურნალისტს ემა გოგოხიას გვიან ღამით, საოჯახო სასტუმროს წინ,...

„მთავარი არხის“ სამეგრელო-ზემო სვანეთის ჟურნალისტს ემა გოგოხიას გვიან ღამით, საოჯახო სასტუმროს წინ, მესტიაში ავტომანქანა დაუზიანეს

Published on

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ სამეგრელო-ზემო სვანეთის ჟურნალისტს ემა გოგოხიას, გვიან ღამით, საოჯახო სასტუმროს წინ,მესტიაში ავტომანქანა დაუზიანეს. -მანქანის ოთხივე საბურავი დანით არის დაჭრილი.

ჟურნალისტი ემა გოგოხია მასალას პარლამენტის წევრის ვიქტორ ჯაფარიძის, მესტიის მერის კაპიტონ ჟორჟოლიანისა და მათთან დაკავშირებული პირების მიერ სახელმწიფო გრანტებით სარგებლობის შესახებ ამზადებდა.ღამე კი მან და ოპერატორმა მესტიაში, ანა ჩართოლანის საოჯახო სასტუმროში გაათენეს.მისი კუთვნილი ავტომობილი ქუჩაში, სახლის გვერდით იყო გაჩერებული.

სასტუმროს მფლობელის ანა ჩართოლანის თქმით,გვიან ღამით ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა ხმაური გაიგო, დილით კი მანქანა დაზიანებული დახვდათ.ამ დრომდე პროკურორის გადაწყვეტილებას ველოდებით, მისი ნებაა აღძრავს თუ არა საქმეს” ამბობს იგი.

თავად ემა გოგოხია, მესტიის მერთან, კაპიტონ ჟორჟოლიანთან სატელეფონო საუბარს იხსენებს. 

შენს მოსაკლავ დანას იჩხრიკავო.. სვანური სამართლით უნდა გაგვისწორდეს, სხვანაირად სვანეთს ვერ მოშორდებიო“.. –

როგორც მან “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში “დღის სტუმარი” ისაუბრა, ჟორჟოლიანმა მას მას შემდეგ დაურეკა, რაც ემა გოგოხია და მისი ოპერატორი მის დას, თეა ჟორჟოლიანს შეხვდნენ და სავარაუდო კორუფციასთან დაკავშირებით შეკითხვები დაუსვეს. 

ამის შემდეგ დაგვირეკა კაპიტონმა.. ნაწილობრივ გავასაჯაროეთ სატელეფონო საუბარი, სადაც არის მუქარა.. აგრესიას და მუქარას გამოხატავდა.. იყო საუბარი, გადაგიხდი ფულს და დატოვე საქართველოო, – იხსენებს გოგოხია. 

ამ დროისთვის ჟურნალისტი მესტიის პოლიციის განყოფილებაში ჯერ არ დაუკითხავთ.

შსს კი დეტალებს არკვევს.

სიახლეები

შევიძინეთ უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო სისტემა-მდინარაძე

სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებები, მათ შორის, უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო...

მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული

მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული....

შვილებს მოწყალების თხოვნასა აიძულებდნენ- დააკავეს 3 პირი

შსს-ს ცნობით, არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით 3 პირი, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები დააკავეს....

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში 3 ივლისს ჩამოასვენებენ

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში 3 ივლისს ჩამოასვენებენ. კიევიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ელოდებიან „ქართველი...