მთავარისიახლეებისაზოგადოებასან-დიეგოს ზოოპარკში მაიმუნები COVID-19-ის ვაქცინით აცრეს

სან-დიეგოს ზოოპარკში მაიმუნები COVID-19-ის ვაქცინით აცრეს

Published on

სან-დიეგოს ზოოპარკში რამდენიმე დიდ პრიმატს კორონავირუსის ექსპერიმენტული ვაქცინა გაუკეთეს. ვეტერინალურ-ფარმაცევტული ფირმა Zoetis-ის ვაქცინის ორი დოზა 4 ორანგუტანგს და 5 ბონობოს გაუკეთეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. აქვე შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე უცნობია ზუსტი თარიღი, როდის შემოვა საქართველოში კორონავირუსის ვაქცინა.

ზოოპარკმა პრიმატების აცრის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც იქ გორილებს შორის კორონავირუსის აფეთქება მოხდა. იანვრის თვეში 8 გორილა გახდა პირველი დიდი პრიმატი მსოფლიოში, რომლებსაც კორონავირუსი დაუდასტურდათ, ისინი ამჟამად გამოჯანმრთელებულები არიან.

აცრილ ცხოველებს შორის არის ორანგუტანგი კარენი, რომელიც პირველი იყო ვინც 1994 წელს გულის ღია ოპერაცია გაიკეთა.

ბუნებისდამცველები გორილებში კორონავირუსის მკურნალობასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამენ, განსაკუთრებით იმ სახეობების გამო, რომელბიც წითელ წიგნში არიან შეტანილნი.

სან-დიეგოს ზოოპარკი აცხადებს, რომ აცრილ პრიმატებს შორის არცერთს არანაირი უარყოფითი რეაქცია არ ჰქონიათ და მათ მალევე ჩაუტარდებათ ანტისხეულების შემოწმება, რათა გარიკევს რამდენად ეფექტური იყო ვაქცინა.

სიახლეები

ზუგდიდში ფიზიკურ პირს ხორცპროდუქტების(კუპატი) არალეგალური წარმოების გამო საქმიანობა შეუჩერდა

გორში, ზუგდიდსა და ახალქალაქში დარღვევების გამო 3 ობიექტს წარმოება შეუჩერდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ინსპექტორებმა...

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ...

UEFA-დაპირისპირება თურქების სექტორში პოლიციის ჩარევით გამწვავდა

UEFA ბათუმში გამართული ბეშიქთაშისა და ბეერ-შევას ჰაპოელის მატჩს გამოეხმაურა. ორგანიზაცია წერს, რომ მათ თურქეთის...

უწყვეტი პროტესტის 2 წელი და კრიტიკული მედია, რომელიც ვერ გააჩუმეს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ უწყვეტი პროტესტის ორწლიან პერიოდში დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიისა და ჟურნალისტების მიმართ სხვადასხვა ტიპის...