მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ივანიშვილს სანქციების პირდაპირი მუქარა დაუდეს წინ ამიტომ უახლოეს დღეებში ჩვენ...

,,ივანიშვილს სანქციების პირდაპირი მუქარა დაუდეს წინ ამიტომ უახლოეს დღეებში ჩვენ ველით ნიკა მელიას უპირობო გათავისუფლებას ყოველგვარი მანიპულაციების გარეშე” – მიხეილ სააკაშვილი

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას ეხმაურება და აცხადებს, რომ დარწუმუნებულია ბიძინა ივანიშვილის ნიკა მელიას და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება მოუწევს.

“თუ ის ამას არ იზამს, ზუსტად ვიცი, რომ მას დაუდეს წინ პირდაპირი მუქარა სანქციების, მისი ქონების უმეტესი ნაწილი იქნება პრაქტიკულად გაყინული და ჩამორთმეული, და მის მიმართ იქნება მიღებული სხვა ზომები. ამიტომ უახლოესი მაქსიმუმ კვირეების და პრინციპში დღეების განმავლობაში ჩვენ ველით ნიკა მელიას უპირობო გათავისუფლებას ყოველგვარი მანიპულაციების გარეშე”, – თქვა მიხეილ საკაშვილმა. 

სააკაშვილმა, ასევე, აღნიშნა, რომ ის პლებისციტს მხარს არ უჭერს და თვლის, რომ ხალხს ამას “ქართული ოცნება”ახვევს თავს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ოპოზიცია არავითარ შემთხვევაში არ უნდა დათანხმდეს პლებისციტის მოდელს. როგორც სააკაშვილი ამბობს, პლებისციტით ივანიშვილი ცდილობს დრო მოიგოს, რათა მოისყიდოს და დააშინოს ადამიანები.

“ჩემი პირადი აზრია, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დათანხმება პლებისციტის მოდელზე, რომელსაც თავს გვახვევს ივანიშილი. მას უნდა, რომ ადგილობრივ არჩევნებთან ერთად, რომელიც რამდენიმე თვის შემდეგ არის და სადაც, დახარჯავს ძალიან ბევრ ფულს, ბევრს მოისყიდის, ჩაატაროს პლებისციტი. რომც წააგოს პლებისციტი და აუცილებლად წააგებს პლებისციტს, მერე ექნება რამდენიმე თვე იმისათვის, რომ მოისყიდოს, დააშინოს, დაიჭიროს და რაც მთავარია, ქვეყნიდან გაყაროს ათეულობით ათასი ადამიანი, აქტიური ამომრჩეველი. ამასობაში ქვეყანა კარგავს კიდევ ერთ წელიწადს და ჩვენ არ გავქვს არც ერთი დღე. ძალიან მძიმე სიტუაციაა”

უმძიმეს ეკონომიკურ სიტუაციაში ვიმყოფებით. ქვეყანა არის შიმშილის პირობებში. კოვიდზე კატასტროფა მოუვიდათ, ლამის ბოლო ქვეყანა დავრჩით ვაქცინა რომ არ არის შემოტანილი. ამ სიტუაციაში დროის დაკარგვა არ შეიძლება და არც უნდა მივცეთ ამის საშუალება. – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მას შემდეგ, რაც  ნიკა მელია გამოვა, მიიღებს მკვეთრ გადაწყვეტილებებს. იმედი გვაქვს, მისი ლიდერობისა და შეუპოვარი ხასიათის, მაგრამ ამაში ყველა ადამიანი უნდა ჩაერთოს. ჩვენ გვჭირდება რიგგარეშე არჩევნები, იმიტომ, რომ არჩევნები, რომელიც იყო, იყო ბოლომდე გაყალბებული და მოპარული, ეს იცის ყველამ.

მან საერთაშორისო პარტნიორების შეფასებებიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ პროცესში მათ ჩართულობას მიესალმება.კარგია, მივესალმები ევროპელების ჩართულობას, მაღალ დონეზე ინტერესის გატანას, საერთაშორისო რეაქციებს, მაგრამ ყველას უნდა ესმოდეს, რომ ჩვენ არ ვართ ჩვეულებრივ სიტუაციაში, ივანიშვილის გეგმა არის ახლა საარჩევნო კომისიაში კოსმეტიკური ცვლილებები, მოაშორებს ჟვანიას და დანიშნავს ვიღაც სხვას, პლებისციტს მოგვახვევს თავზე და მერე ყველანაირ მანიპულაციებს შეეცდება.

ჩვენ მკვეთრად უნდა ვიმოქმედოთ და არ უნდა დავუტოვოთ მას მანევრის დრო და საშუალება“, – განაცხადა სააკაშვილმა.

სიახლეები

შსს-მ ირანის მოქალაქე ფსიქოტროპული ნივთიერების შემოტანის ბრალდებით აეროპორტში დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე, 2003 წელს დაბადებული ს.ა. დიდი ოდენობით...

უკრაინას აღარც მშვიდობა შეუძლია და აღარც ომი – პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილის მტკიცებით, ივანიშვილის გუნდს ევრკავშირის და ბრეიუსელის მხრიდან წნეხისთვის რომ არ გაეძლო, დღეს...

პროტესტის ახალი ტალღა განათლების რეფორმის წინააღმდეგ

“ხელისუფლება საუნივერსიტეტო სწავლებას ანგრევს“ - “ოცნების“ დაანონსებული განათლების რეფორმის წინააღმდეგ, პროტესტის ახალი ტალღა იწყება. აკადემიურ...

პაპუაშვილი- NGO კულტურა არის ყველაზე დიდი ბოროტება, რაც კი დასავლეთმა შექმნა

ჩვენ წლების განმავლობაში თავს გვახვევდნენ და ცდილობდნენ წარმოეჩინათ ისე, რომ NGO-ები, რომლებიც მათივე შექმნილი...