მთავარისიახლეებისაზოგადოებაპროფკავშირების მიერ ორგანიზებულ აქციაზე მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაა

პროფკავშირების მიერ ორგანიზებულ აქციაზე მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაა

Published on

პროფკავშირების მიერ ორგანიზებულ აქციაზე ამ წუთებში დაპირისპირებაა. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ერთმანეთს აქციის მონაწილეები და პოლიციის თანამშრომლები დაუპირისპირდნენ.
 
დაპირისპირება მას შემდეგ მოხდა, რაც აქციის მონაწილეებმა გზის გადაკეტვა სცადეს, თუმცა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა. 
 
საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირები აქცია-მსვლელობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ფილარმონიის მიმართულებით მართავს.
 
როგორც გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ძირითადი მოთხოვნებია მაღაროელებისა და მეშახტეებისთვის საპენსიო ასაკის დაწევა, საშემოსავლო გადასახადის გაუქმება, შრომის ინსპექციის სამმხრივი კონტროლის ქვეშ მოქცევა. 

სიახლეები

ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ -შსს-მ 4 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მარნეულში დიდი ოდენობით თაღლითობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 4 პირი:...

აშშ-ის გაფრთხილება საქართველოს მოქალაქეებს, ვინც სავიზო ვადები დაარღვია

აშშ საქართველოს იმ მოქალაქეებს აფრთხილებს, ვინც სავიზო ვადები დაარღვია - განცხადებას თბილისში ამერიკის საელჩო...

დაკავებულია სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, სსიპ - სურსათის...

ლაგოდეხში პოლიციელების ცემის ფაქტზე დაკავებულ პირებს 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

ლაგოდეხში პოლიციის თანამშრომლების გინებისა და ცემის ფაქტზე დაკავებულ სამ პირს ბრალდება წარედგინა. ამის შესახებ...