მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ის, რაც მოსკოვშიც კი მიუღებელი იქნებოდა - ქობულეთის საკრებულოში...

“ის, რაც მოსკოვშიც კი მიუღებელი იქნებოდა – ქობულეთის საკრებულოში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ორ დეპუტატს უფლებამოსილება შეუწყვიტეს

Published on

ქობულეთის საკრებულოში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ორ დეპუტატს :ბონდო თედორაძესა და მამული სურმანიძეს უფლებამოსილება შეუწყვიტეს. 

ამ ფაქტთან დაკავშირებით “ენმ”-ის ერთერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი სახალხო დამცველს და არასამთავრობო ორგანიზაციებს მოუწოდებს, რომ შეისწავლონ მათი პარტიის წევრების უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი.

“ის, რაც მოსკოვშიც მიუღებელი იქნებოდა, ოფიციალურ თბილისში მისაღებია. “ქართული ოცნება” შეეჩვია არჩეული ადამიანების გამოგდებას სხვადასხვა ორგანოდან. ხალხის მიერ არჩეულ საკრებულოს წევრებს, რიგის მიხედვით გვიგდებენ საკრებულოებიდან. თან ირჩევენ ყველაზე აქტიურ ადამიანებს, რომლებიც აპროტესტებენ ეკონომიკურ სიდუხჭირეს. მივმართავ ერთადერთ ინსტიტუტს, რომელიც ქვეყანაში მუშაობს, სახალხო დამცეს, ვთხოვთ, შეისწავლოს ეს დოკუმენტაცია. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ეს დოკუმენტები მივაწოდოთ მას და არასამთავრობო ორგანიზაციებს”, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.   

საკრებულოს დეპუტატებს უფლებამოსილება 23 ხმით შეუწყდათ.  

სიახლეები

“იმედი” გაიყიდა, მაგრამ ახალი მფლობელიც პროსახელისუფლო ბიზნესმენია

მედიაჰოლდინგი 'იმედი" მისმა ძველმა მფლობელმა ირაკლი რუხაძემ გაყიდა, მაგრამ ახალი მფლობელიც პროსახელისუფლო ბიზნესმენია, მეტიც,...

რუსეთთან შეთანხმების მისაღწევად აშშ-მა ვადა ივნისამდე მოგვცა – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ აშშ-მ უკრაინასა და რუსეთს თითქმის ოთხწლიანი ომის დასრულებისთვის შეთანხმების მისაღწევად ივნისამდე...

გარდაბანში ცოლის მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარვუდგინეთ – პროკურატურა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, გარდაბანში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, დოკუმენტის...

სწრაფი ჩარიცხვის აპარატების მძარცველები დავაკავეთ, ზარალი 12.000 ლარია – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ჩადენილი...