მთავარისიახლეებიუკრაინადავით სიხარულიძეს დღეს მშობლიურ სუფსაში გადაასვენებენ

დავით სიხარულიძეს დღეს მშობლიურ სუფსაში გადაასვენებენ

Published on

 

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი დავით სიხარულიძე წუხელ გვიან ღამით სამშობლოში ჩამოასვენეს.
 
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, სადაც დაღუპული მეომარი დღეს დილით ჩამოასვენეს, ოჯახის წევრებთან და ყოფილ თანამებრძოლებთან ერთად, პოლიტიკოსებიც იმყოფებოდნენ, მაგრამ ძირითადად ოპოზიციური სპექტრიდან. მებრძოლს დღეს მშობლიურ სოფელში,  სუფსაში გადაასვენებენ.
 
უკრაინამ დიდი პატივით გამოაცილა მისი თავისუფლებისათვის მებრძოლი ქართველი ვაჟკაცი –  ბრძოლაში  დაღუპული ოფიცრის   ცხედარი   დაასვენეს კიევის მაცხოვრის შობის ტაძარში, სადაც წარსულში  ტარას შევჩენკოს აუგეს წესი. გამოსამშვიდობებელ ცერემონიალს  დაესწრო საქართველოს მესამე  პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
 
,,დღეს სულთათანა უგალობეს ნოვოლუგანსკთან დაღუპულ ქართველ ოფიცერს დავით სიხარულიძეს. მე ვესაუბრე მის ძმობილებს, რომელნიც ბოლო წუთამდე იყვნენ მის გვერდით. ერთი დღით ადრე, სანამ  ტყვიამფრქვევის საბედისწერო ჯერი  მოუსწრაფებდა სიცოცხლეს, მას კიდევ ერთხელ უთქვამს მათთვის, რომ უბრუნებს ვალს უკრაინასა და უკრაინელებს, რომელნიც მასთან ერთად იცავდნენ საქართველოს  აფხაზეთის ომში. დღეს, დედის დღეს, ამ ტაძარში არ იყო დავითის დედა, მაგრამ მასთან გამოსათხოვრად მოვიდა ათეულობით დაღუპული უკრაინელი მებრძოლის დედა, ისევე, როგორც მოვიდა მაიდანზე დაღუპული ვაჟკაცის მეუღლე. ყური მიუგდეთ მას,  მის მწუხარე სიტყვებს  და გაიგებთ, რატომ ვერ შეძლებენ ვერასოდეს  უკრაინის დაჩოქებას.''  – წერს საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავის პირად ფეისბუქგვერდზე 
 
უკრაინის ანტიტერორისტული სპეცოპერაციის ზონაში დაღუპული მაიორი დავით სიხარულიძე წარსულში ქართული არმიის ოფიცერი იყო ოკუპანტებს ჯერ კიდევ აფხაზეთში 1992-93 წლებში ებრძოდა. საქართველოში სამხედრო აკადემიის დამთავრების შემდეგ გერმანიაში ბუნდესვერის სამხედრო სასწავლებელი დაამთავრა. 2015 წლამდე   საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა , მაგრამ იქედან წამოვიდა, უკრაინაში გადავიდა და "აიდარის" წევრი გახდა.
დავით სიხარულიძე სოფელ ნოვოლუგანსკთან, პრორუს სეპარატისტებთან შეტაკების დროს დაიღუპა. იგი  44 წლის იყო, დარჩა ცოლი, ორი შვილი და მოხუცი მშობლები 
 


 

სიახლეები

თუ ჩახუნაშვილი აღიარებს დანაშაულს, შეგვიძლია, იმ დღესვე გავათავისუფლოთ-გვარაკიძე

ყველა იმ ბრალდებულ პირთან, რომლებმაც აღიარეს და მოინანიეს დანაშაული, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. რაც შეეხება...

ფსიქო ტროპული წალმების უკანონო ვაჭრობის საქმეზე 17 პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გახსნეს საქმე, რომელიც შეეხება 53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების...

თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრადებული კიდევ 4 პირი ცნო დამნაშავედ

თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებული კიდევ 4 პირი ცნო დამნაშავედ. განაჩენი მოსამართლე...

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ კიდევ 12 პირს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე ბრალდებულ 12 პირს, სიმონ მახარაძეს, კახაბერ კვაჭანტირაძეს, გია თოლორაიას, მიხეილ...