მთავარისიახლეებისაზოგადოებაევროკავშირის წარმომადგენლობა: ეს იყო ,,საკვანძო, ისტორიული გადაწყვეტილება''

ევროკავშირის წარმომადგენლობა: ეს იყო ,,საკვანძო, ისტორიული გადაწყვეტილება”

Published on

ევროკავშირის წარმომადგენლობა მიესალმება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით და  " საკვანძოსა და ისტორიულს " უწოდებს მას –  აღინიშნა დღეს ევროკავშირის წარმომადგენლობაში გამართულ პრესკონფერენციაზე . 

წარმომადგენლობის  ხელმძღვანელის მოადგილემ   კარლო ნატალემ პრესკონფერენციაზე   განაცხადა,  რომ ეს  იყო ,,საკვანძო, ისტორიული გადაწყვეტილება, რადგან მართლაც არსებობდა სერიოზული კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მიმდინარეობდა ზოგადად ასეთი პროცესები. ის, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა, მიანიშნებს, რომ სასამართლო საქართველოში მიჰყვება სათანადო პრინციპებს. ჩვენ ადრე გვქონდა გარკვეული კითხვები ამასთან დაკავშირებით და ამიტომაც ეს გადაწყვეტილება, ჩემი აზრით, არის დიდი მიღწევა",
მისივე თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება საკმაოდ მალე, 24 საათში მოხდა, თუმცა არ ისურვებდა პროცედურულ დეტალებში ჩაღრმავებას, ვინაიდან ნატალეს თქმით, ეს უკვე საქართველოს კანონმდებლობის გადასაჭრელი საკითხია. 

სიახლეები

„ჩემთვის ნებისმიერი პატიმრობა სასიკვდილო განაჩენი იქნება“ – რუსეთში 77 წლის უკრაინელს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

როსტოვის სამხრეთის საოლქო სამხედრო სასამართლომ 77 წლის უკრაინელს, ყირიმში დაბადებულ ვლადიმირ ანანიევს, 18 წლით...

ოპოზიციის აკრძალვა პუტინის გზაა – კშიშტოფ ბრეიზა

პოლონელი ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელს მკაცრად აფასებს...

პარტიების აკრძალვის საქმეზე სახალხო დამცველის აპარატს პოზიცია ჯერ არ აქვს

სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ აქვთ...

დაპირისპირება საკონსტიტუციო სასამართლოში ტერმინ „ქოცის“ გამო

საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე, სადაც ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ სარჩელი განიხილება, სიტყვიერი...