მთავარისიახლეებისაზოგადოება"თავისუფლების მარშის" წალენჯიხელი მონაწილეები დახმარებისთვის საიას მიმართავენ

“თავისუფლების მარშის” წალენჯიხელი მონაწილეები დახმარებისთვის საიას მიმართავენ [Video]

Published on

წალენჯიხიდან “თავისუფლების მარშის” მონაწილეები, რომლებიც პოლიციამ დააჯარიმა, სამართლებრივ დავას აპირებენ. ისინი დღეს საიას ზუგდიდის ოფისში იმყოფებოდნენ. „ჩვენ დავიწყებთ მოკვლევას, ამ ადამიანებს ვთხოვეთ სატელეფონო საუბრების ამონაწერები, რომ გავიგოთ, რა დროს დარეკეს ცხელ ხაზზე, რამდენი ხანი ელოდნენ პასუხს,ამ ფორმატის შესწავლის შემდეგ დაიწერება საჩივარი და ამის მერე გაირკვევა რა შესაძლებლობა გვექნება ამ ადამიანების დახმარების“- აცხადებს საიას ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი ჯემალ ჭკადუა. შეგახსენებთ, რომ 26 თებერვალს 21:50 სთ-ზე, თბილისში გამართული აქციიდან მომვალ 12 პირს წალენჯიხის საპატრულო პოლიციამ კომენდანტის საათის დარღვევის ბრალდებით 2000 ლარიანი ჯარიმა გამოუწერა. დაჯარიმებულები აღნიშნავენ,რომ საშვის მიღების მიზნით 2 საათის განმავლობაში რეკავდნენ ცხელ ხაზზე, თუმცა უშედეგოდ, არავინ უპასუხათ.მათი თქმით,საშვის მიუღებლობის შემდეგ კი გადაწყვიტეს ღამე სამარშუტო ტაქსში გაეთიათ. აქციის მონაწილეების განმარტებით,საპატრულო პოლიციამ არ გითვალისწინა გარემოფაქტორები. ჯარიმაზე ხელისმოწერის მოთხოვნის მიუხედავად, არცერთმა დაჯარიმებულმა ხელი საჯარიმო ქვითარს არ მოაწერა. ასევე,ფაქტის დაფიქსირებიდან რამდენიმე წუთში ადგილზე მივიდა წალენჯიხის საკრებულოს ფრაქცია. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ავთანდილ გაბელია, რომელიც კომენდანტის საათის დარღვევის გამო ასევე დააჯარიმეს.

სიახლეები

რუსეთში აფხაზ სტუდენტებს რუსულ ჯარში გაწვევა ემუქრებათ

რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში მოსწავლე აფხაზი სტუდენტები, რომლებსაც ორმაგი მოქალაქეობა აქვთ, მოულოდნელად რუსეთის არმიაში გაწვევის...

პენიტენციური უარყოფს, რომ ციხეში ახლა უკვე მეორე ძმა ფეიქრიშვილსაც სცემეს

ძმებ ფეიქრიშვილების დედა ამბობს, რომ დავითის შემდეგ, დღეს ციხის საკანში მისი მეორე შვილი, გიორგი...

წანდრიფშში, გაგრის მუნიციპალიტეტში, ნაგვის კონტეინერთან ახალშობილის ცხედარი იპოვეს

ოკუპირებული აფხაზეთის დაბა წანდრიფშში, გაგრის მუნიციპალიტეტში, კარიერნაიას ქუჩაზე, ნაგვის კონტეინერთან ახალშობილი ბიჭის ცხედარი აღმოაჩინეს. 24...

„ამ ინტერვიუს აუცილებლად უნდა უყუროთ“ – აიან შარიფბაიევი ზელენსკის 

ყაზახი ჟურნალისტი და პოლიტიკური მიმომხილველი: "თქვენ აუცილებლად უნდა ნახოთ ზელენსკის ეს ინტერვიუ სტივენ ბარტლეტთან. კამერის წინ...