მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ პროკურატურა პოლიტიკურ იარაღად გამოიყენება - ადვოკატი დიტო საძაგლიშვილი

,,კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ პროკურატურა პოლიტიკურ იარაღად გამოიყენება – ადვოკატი დიტო საძაგლიშვილი

Published on

ეს არის სამართლებრივი ნონსენსი, 3 ნოემბრის განჩინება აღარ არსებობს ბუნებაში და გირაო შეცვლილია პატიმრობით – ამბობს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი პროკურატურის შეთავაზებასთან დაკავშირებით.

„მოვისმინეთ პროკურატურის განცხადება, თუმცა სიმართლე რომ გითხრათ, პროკურორმა ბრიფინგზე წარმოუდგენელი რაღაცები ილაპარაკა. ის გირაო აღარ არსებობს, შეცვლილია პატიმრობით და ახლა გვეუბნებიან უკვე გაუქმებული გირაოს თანხა გადაიხადეთო და აღკვეთი ღონისძიება შეიცვლებაო., ცხადია, ამ განცხადების შემდეგ კომუნიკაცია სნიკა მელიასთან, მაგრამ ვიცი მისი პოზიცია, რომ გირაოს გადახდას არ აპირებდა, შესაბამისად, ამ ეტაპზე, მხოლოდ ამ პოზიციით ვხელმძღვანელობ.”

საძაგლიშვილის თქმით, ამ ბრიფინგითაც დადასტურდა, რომ  ნიკა მელიას დევნა პოლიტიკური მოტივაციით ხორციელდებადა და პროკურატურა პოლიტიკურ იარაღად გამოიყენება ასეთი შინაარსის ბრიფინგებს პროკურატურა არ უნდა ატარებდეს, პოლიტიკური მიზანშეწონილობით არ უნდა ხელმძღვანელობდეს“, – განაცხადა საძაგლიშვილმა.

სიახლეები

ზუგდიდში ფიზიკურ პირს ხორცპროდუქტების(კუპატი) არალეგალური წარმოების გამო საქმიანობა შეუჩერდა

გორში, ზუგდიდსა და ახალქალაქში დარღვევების გამო 3 ობიექტს წარმოება შეუჩერდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ინსპექტორებმა...

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ...

UEFA-დაპირისპირება თურქების სექტორში პოლიციის ჩარევით გამწვავდა

UEFA ბათუმში გამართული ბეშიქთაშისა და ბეერ-შევას ჰაპოელის მატჩს გამოეხმაურა. ორგანიზაცია წერს, რომ მათ თურქეთის...

უწყვეტი პროტესტის 2 წელი და კრიტიკული მედია, რომელიც ვერ გააჩუმეს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ უწყვეტი პროტესტის ორწლიან პერიოდში დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიისა და ჟურნალისტების მიმართ სხვადასხვა ტიპის...