საქართველოში შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი, უილიამ კორტნი აცხადებს, რომ თუკი ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერმინისტრის თანამდებობაზე დარჩება, ხოლო ოპოზიციის ლიდერი მელია კვლავ პატიმრობაში იქნება, დასავლეთის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ შესაძლოა შესუსტდეს.
“როდესაც პრემიერმინისტრი პოლიტიკურ ოპოზიციას “ტერორისტებს” უწოდებს, ეს იმას ნიშნავს, რომ მას პროპორციების აღქმა საერთოდ არ შეუძლია. თუკი ის პრემიერმინისტრის თანამდებობაზე დარჩება, ხოლო ოპოზიციის ლიდერი მელია — პატიმრობაში, დასავლეთის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ შესაძლოა შესუსტდეს, რაც, ალბათ, ქვეყანას გარეგანი ზეწოლისგან დაუცველს გახდის”, — წერს კორტნი ტვიტერზე.
ნიკა მელიას დაკავებას საქართველოს მეგობარ ქვეყნებსა თუ პარტნორ ორგანიზაციებში კრიტიკული შეფასებები მოჰყვა. აშშ-ის პოზიცია საქართველოში ქვეყნის საელჩომ გამოხატა და თქვა, რომ ევროატლანტიკურ სახელმწიფოთა ოჯახში უფრო ძლიერი დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე უკან დაიხია.