მთავარისიახლეებისაზოგადოებაშეწყვიტეთ პოლიტიკური დევნა, დაუბრუნდით მოლაპარაკებას - პროფესორ-მასწავლებლები მთავრობას

შეწყვიტეთ პოლიტიკური დევნა, დაუბრუნდით მოლაპარაკებას – პროფესორ-მასწავლებლები მთავრობას

Published on

აკადემიური სფეროს წარმომადგენლები ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს, ნიკა მელიასა და სამოქალაქო აქტივისტების დაკავებას ეხმაურებიან. ისინი მანიფესტს აქვეყნებენ და წერენ, რომ გმობენ ხელისუფლების მზარს სიხისტეს პოლიტიკური ოპონენტებისა თუ სამოქალაქო საზოგადოების მიმართ.

“აგრესიული რევანშიზმის პოლიტიკა, არსებითად აზიანებს სახელმწიფოს ინტერესებს და ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. შექმნილი პოლიტიკური თუ სამართლებრივი კრიზისის განმუხტვის ნაცვლად, ხელისუფლების შეუზღუდავმა მოქმედებებმა, საზოგადოების განსხვავებული ჯგუფების პროტესტი გამოიწვია. დღეს, ყველანი გავერთიანდით სამართლებრივი სახელმწიფოს იდეის დაცვის გარშემო. ნათელია, რომ კანონის უზენაესობისა და სხვა ფუძემდებლური პრინციპების ასეთი ფორმალური, შინაარსისგან დაცლილი და არასწორი განმარტება, სრულიად აცდენილია იმ ღირებულებებს, რომლისკენაც ჩვენი ქვეყანა მიისწრაფვის”, – წერია მანისფესტის ტექსტში.

პროფესორ-მასწავლებლები წერენ, რომ ამგვარი პოლიტიკის გაგრძელება, შეასუსტებს მსოფლიოს თანამეგობრობის მხარდაჭერას, რაც საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავზე, პირისპირ შეგვატოვებს ოკუპანტ ძალას.

ისინი მოუწოდებენ ხელისუფლებას:

სწორად გააანალიზოს არსებული რისკები და მიუსადაგოს ჩვენს ეროვნულ ინტერესებს;
უარი თქვას ქვეყნის განუხრელი დემოკრატული განვითარების შეფერხებაზე;
დაუყოვნებლივ შეწყვიტოს რეპრესიული ინსტრუმენტების გამოყენება და გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები;
შეწყვიტოს პოლიტიკური მოტივით განპირობებული სამართლებრივი დევნა და დაუბრუნდეს მოლაპარაკებებს, ჩვენი დასავლელი პარტნიორების მედიატორობით.
მანიფესტს ხელს 41 პროფესორ-მასწავლებელი აწერს.

სიახლეები

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს. - ამის...

ბრალდებებისთვისაც მზად ვართ, მთავარია, ეს ბრალდებები არ იყოს-მდინარაძე ღარიბაშვილზე

მოდი, მე მის მიზნებზე არ ვისაუბრებ, შევიკავებ ამისგან თავს, პატიმრობაში მყოფი კაცია და ვფიქრობ,...

ენგურის ხიდზე რიგითი მოქალაქეებისთვის საწვავის გადატანაზე შეზღუდვა მოქმედებს

მაშინ, როცა „ქართული ოცნება“ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანას ჰუმანიტარული მოტივითა და დეფიციტის აღმოფხვრის საჭიროებით...

თამარ ბაჩალიშვილის მამა საქმის ჩაფარცხვის 3 მაღალჩინოსანს ასახელებს

ვინ ჩაფარცხა თამარ ბაჩალიშვილის საქმე - გარდაცვლილი გოგოს მამა "ოცნების" 3 მაღალჩინოსნის გვარს ასახელებს....