მთავარისიახლეებისაზოგადოებააქტივისტებმა ზუგდიდის შესასვლელთან ბანერი გამოფინეს

აქტივისტებმა ზუგდიდის შესასვლელთან ბანერი გამოფინეს

Published on

ზუგდიდის შესასვლელთან, რკინიგზის ხიდზე აქტივისტებმა ბანერი გამოფინეს წარწერით ” თბილისის თავზე წითელი დროშა ფრიალებს. გაუმარჯოს საბჭოთა საქართველოს. ბ.ივანიშვილი 2021″. მათი თქმით, 2021 წელს, ქართველი იუნკერების დაღუპვიდან 100 წლისთავზე ზუსტად იგივენაირად ვითარდება მოვლენები, როგორც ეს 1921 წლის თებერვალში, საქართველოს გასაბჭოების დროს იყო. 1921 წლის 23 თებერვალს საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის წინააღმდეგ კოჯორ-ტაბახმელასთან გამართულ ბრძოლაში ახალგაზრდა იუნკერები დაიღუპნენ, რომელთა ასაკი 20-25 წელი იყო. რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის თებერვლის ხუთდღიან ბრძოლებში თბილისის სამხედრო სკოლის იუნკერებმა, თავი მამაცური ბრძოლით ისახელეს და სამშობლოს დასაცავად თავი გაწირეს.

იუნკერების ხსოვნის დღეს კი დღეს დილით ნაცონალური მოძრაობის” ოფისში სპეცრაზმი შეიჭრა, მათ დაამტვრიეს კარები და ძალის გამოყენებით დააკავეს ნიკა მელია. სპეცრაზმმა ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენა, რის გამოც ოფისში მყოფი მოქალაქეები დაშავდნენ. ფაქტს ევროპელი დიპლომატების მხრიდან მკაცრი შეფასებები მოყვა.

სიახლეები

უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის კიდევ ერთი გენერალი მოკვდა

უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის შეიარაღებული ძალების 4-ე ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადის მეთაური, გენერალ-მაიორი ანტონ გრუნისი...

ბათუმი-თბილისის მატარებელი დიდუბესთან ქვეითს დაეჯახა

16 სექტემბერს, დაახლოებით საღამოს 8 საათზე, დიდუბესთან ქვეით მგზავრს დაეჯახა მატარებელი, რომელიც ბათუმი-თბილისის რეისს...

ზუგდიდში 24 წლის ბიჭის მკვლელობის მცდელობისთვის ბრადებულს ბრალდება წარუდგინეს

სისხლიანი ანგარიშსწორება ზუგდიდში - საქართველოს პროკურატურამ ინგირში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება...

აშშ-მ პირველად აღიარა, რომ კოსმოსში იარაღი განათავსა

აშშ-მ საჯაროდ პირველად აღიარა, რომ ორბიტაზე იარაღი განათავსა. საჰაერო ძალების მდივან ტროი მინკის თქმით,...