მთავარისიახლეებისამხედრო თემაუკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლს დავით სიხარულიძეს დღეს მშობლიურ სოფელ სუფსაში ...

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლს დავით სიხარულიძეს დღეს მშობლიურ სოფელ სუფსაში გადმოასვენებენ

Published on

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლს, დავით სიხარულიძეს, მშობლიურ სოფელ სუფსაში დღეს გადმოასვენებენ.
 
მაიორი სიხარულიძე ქართული არმიის ოფიცერი იყო, თუმცა ბოლო დროს ის უკრაინულ ბატალიონ აიდარში მსახურობდა.
 
სიხარულიძე აღმოსავლეთ უკრაინაში, პრორუს სეპარატისტებთან შეტაკებისას დაიღუპა. დავით სიხარულიძეს 2 მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
 
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 1973 წელს დაბადებული დავით სიხარულიძე, 2010-2014 წლებში კრწანისის სასწავლო ცენტრში, განათლების სარდლობაში მსახურობდა. 2014 წელს მან შეიარაღებული ძალები საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვა და უკრაინაში მოხალისედ გაემგზავრა.

სიახლეები

Apple-მა App Store-იდან წაშალა რუსული VK-ს აპლიკაციები, როგორიცაა Odnoklassniki

Apple-მა App Store-იდან კომპანიის აპლიკაციები წაშალა, მათ შორის, Odnoklassniki, Mail.ru, VK Music, VK Dating...

რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკა აგრესიულ ეტაპზე გადავიდა – SJC

სოციალური სამართლიანობის ცენტრის (SJC) განცხადებით, ბოლო პერიოდში რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკა...

ზელენსკი- ბელარუსში გაითიშა სისტემა, რომელიც უკრაინაზე იერიშების კორექტირებას ახდენდა

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ამ კვირის დასაწყისიდან ბელარუსისა და უკრაინის საზღვარზე არსებულმა რუსულმა აპარატურამ, რომელიც...

ევროსაბჭომ საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუცია დაამტკიცა

ევროსაბჭომ საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუცია დაამტკიცა. რეზოლუციას მხარი საპარლამენტო ასამბლეის 83-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხუთი...