მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,პროკურატურამ ვერ დაასაბუთა ნიკა მელიას დაჭერის აუცილებლობა.'' - სახალხო დამცველი კიდევ ერთ...

,,პროკურატურამ ვერ დაასაბუთა ნიკა მელიას დაჭერის აუცილებლობა.” – სახალხო დამცველი კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს

Published on

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას, განცხადებით პროკურატურამ ვერ დაასაბუთა ნიკა მელიას დაჭერის აუცილებლობა. მისი თქმით, მხოლოდ 20 ივნისის აქციის მონაწილეების მიმართ ხელისუფლების აქტიურობა აჩენს შერჩევითი მართლმსაჯულების ნიშნებს.“იმ ვითარებაში, როდესაც 20 ივნისის გამო არ არის დასჯილი არცერთი პირი, ვინც იყო პასუხისმგებელი იმაზე, რომ არ მომხდარიყო ძალის გადამეტება, მშვიდობიანი პროტესტანტების მიმართ. ძალიან ცოტა ადამიანი სცნეს დაზარაელებულად და გამოძიება არის შეჩერებული ბოლო ერთი წლის განმავლობაში. მხოლოდ აქციის მონაწილების მიმართ ხელისუფლების ასეთი აქტიურობა აჩენს შერჩევითი მართლმსაჯულების ნიშნებს.

მითუმეტეს, როდესაც ასეთი პოლიტიკური კრიზისია ქვეყანაში და ვფიქრობ, რომ ნიკა მელიას აღკვეთი ღონისძიება არ იყო სათანადოდ დასაბუთებული. პროკურატურამ ვერ დაასაბუთა რა აუცილებლობა იყო იმისთვის, რომ ოპოზიციური პარტიის ლიდერი დღეს იჯდეს ციხეში და რაში შეუშლიდა ხელს ხელისუფლებას ის, რომ ნიკა მელია დღეს ყოფილიყო თავისუფალი. ეს ვერ დავინახე პროკურატურის არგუმენტებში”, – ამბობს სახალხო დამცველი. 

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას თქმით, მისმა წარმომადეგენელმა საპატიმროში “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელია უკვე მოინახულა. მისი განცხადებით, ნიკა მელიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მას მოპყრობასთან დაკავშირებით პრეტენზიები არ აქვს.

სახალხო დამცველი ნიკა მელიას მონახულებას პირადადაც აპირებს.

“ნიკა მელია უკვე მოინახულა ჩემმა წარმოამადგენელმა და მეც ვაპირებ, რომ მოვინახულო. ცოტა ხნის წინ მაცნობეს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მას არ აქვს ამ წუთის მდგომარეობით, პრეტენზიები მოპყრობასთან დაკავშირებით, თუმცა მეც შევხვდები და გავესაუბრები”,-თქვა ნინო ლომჯარიამ.

სიახლეები

ენმ-ს განცხადებით შსს-მ 1 ოქტომბერს აქციის გამართვის უფლება არ მისცა

"გუშინ შსს-სგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ თურმე არ შეიძლება 1 ოქტომბერს, მიხეილ სააკაშვილის დატყვევებიდან 5...

ნორვეგია რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების მოსაძებნად 2.3 მილიონ ევროს გამოყოფს

ნორვეგია რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების მოსაძებნად და ტყვეების დასახმარებლად 2.3 მილიონ ევროს გამოყოფს....

1-წლიანი პატიმრობის შემდეგ, “გირჩი – მეტი თავისუფლების” წევრი გელა ხასაია თავისუფალია

1-წლიანი პატიმრობის შემდეგ, "გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრი გელა ხასაია თავისუფალია. მან საპატიმრო ცოტა...

თბილისში, სტუდენტის დაჭრაში ბრალდებული დაკავებულია

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სტუდენტის დაჭრაში ბრალდებული დაკავებულია. "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა...